ფეისბუქ რეკლამა - რა ღირს ?

FB რეკლამა ფასირა ღირს ფეისბუქ რეკლამა, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული რეკლამირება ფეისბუქზე?

სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ მოცემულ სტატიაში.

რატომ არის ეს საკითხი აქტუალური?

საქართველოში, ციფრული მარკეტინგის წამყვანი მიმართულებაა სოციალური მედია, მათ შორის ყველაზე პოპულარული პლატფორმებია ფეისბუქი, ინსტაგრამი და Youtube.

სულ უფრო მეტი ბიზნესი ცდილობს განახორციელოს ეფექტური რეკლამა და გააცნოს საკუთარი თავი მომხმარებელს.

რა ფინანსებთან არის დაკავშირებული Fb რეკლამა?

რამდენია ფეისბუქ რეკლამის ფასი?

არსებობს ორი ძირითადი ხარჯი, ეს არის ფეისბუქის მართვის ღირებულება და რეკლამირების ხარჯი.

ფეისბუქის მართვის ღირებულება

ეს არის ანაზღაურება, რომელსაც უხდით კომპანიას, რათა მან გაგიწიოთ ფეისბუქის მართვის მომსახურება. მომსახურების ღირებულება, როგორც წესი იწყება 350 ლარიდან, გააჩნია რა მოცულობის და ინტენსიურობის პაკეტის აირჩევთ.

რეკლამა ფეისბუქზემომსახურება მოიცავს, ისეთ ელემენტებს, როგორიცაა:

  • ფეისბუქ გვერდის ოპტიმიზაცია და ბრენდირება;
  • ფეისბუქ პოსტების დიზაინის შექმნა;
  • ტექსტების გამართვა;
  • რეკლამირების მართვა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;

რეკლამის ხარჯი 

ეს არის თანხა, რომელსაც უხდით ფეისბუქს, თქვენი საბანკო ბარათიდან, რათა რეკლამა მიუვიდეს, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს.

ყოველთვიური სარეკლამო ხარჯი ნებისმიერი ოდენობით შეიძლება განისაზღვროს, თუმცა კონკრეტული შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია მინიმუმ 100 დოლარის დახარჯვა, ეს რიცხვი განსხვავდება პროდუქციის და მომსახურების მიხედვით.

რაც უფრო დიდი ბიუჯეტი გაქვთ, მით უფრო კარგი შედეგი დგება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევთ დამკვეთებს, გამოყონ მინიმუმ 100 $.

რატომ რეკლამა ფეისბუქზე?

გსურთ გაყიდვების ზრდა? რეკლამა ფეისბუქზე ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა საქართველოში.

დაგვიკავშირდით დღესვე: 598 21 44 00

რეკლამა ფეისბუქზეკომპანია MediaHub გთავაზობთ ფეისბუქ რეკლამირების სრულ მომსახურებას, რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1.მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა

თქვენი პროდუქციის/მომსახურების შესწავლის შედეგად დგება მარკეტინგული სტრატეგია:

  • რა ტიპის პოსტები შეიქმნას,
  • როგორი სარეკლამო სტრატეგია განხორციელდეს, 
  • სარეკლამო ბიუჯეტის საჭირო ოდენობა და სხვა.

2.სარეკლამო პოსტების შექმნა

მარკეტინგული სტრატეგიიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა ტიპის პოსტები, რომელთა დარეკლამება ხორციელდება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე:

  • ფოტო-ტექსტუალური პოსტები
  • ვიდეო პოსტები
  • სლაიდერის ტიპის პოსტები
  • ვირუსული პოსტები
  • საკონკურსო პოსტები და სხვა.

3.ფეისბუქ რეკლამირების მართვა

მაქსიმალური შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია რეკლამირების ყოველდღიური მართვა, ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით.

  • რამდენად ეფექტურად მიდის რეკლამა;
  • ფინანსების კონტროლი;
  • ბიუჯეტის კორექტირება;
  • რეკლამის გაჩერება (მაგ: თუ ძვირი ჯდება).

4.ფეისბუქის რეპორტი

თვიური რეპორტინგი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს შედეგების შეფასება, ანალიზი და შემდგომი პერიოდისთვის მარკეტინგული აქტივობების კორექტირება.

გაქვთ შეკითხვა?