პრეზენტაციის მომზადება გსურთ?
პრეზენტაციის მიზანია გარკვეული ინფორმაციის, იდეის ან სტრატეგიის წარდგენა მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მარტივი და ეფექტური ფორმით.
რა მიზნით ხდება პრეზენტაციის მომზადება?
- პროდუქციის/სერვისის წარდგენა პოტენციური მომხმარებლისთვის
- ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- ინვესტორისთვის გეგმის / შეთავაზების წარდგენა
- სწავლება / ტრეინინგი
- კონკრეტული საქმიანობის ანალიზი / რეპორტინგი
პრეზენტაციის დამზადება - ეტაპები:
პრეზენტაციის სტრუქტურა – პირველ ეტაპზე ხდება პრეზენტაციის სტრუქტურის მომზადება, რის საფუძველეც ხორციელდება პრეზენტაციის აწყობა.
პრეზენტაციის კონტენტის შექმნა – სტრუქტურის შესაბამისად იქმნება ტექსტური & ვიზუალური კონტენტი.
პრეზენტაციის დიზაინი – კონტენტის საფუძველზე იქმნება დიზაინი, წინასწარ განსაზღვრული ფერთა გამით და სტილით.
რა ღირს პრეზენტაციის შექმნა?
პრეზენტაციის მომზადების ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
1. სამუშაოს მოცულობა – პრეზენტაციის შექმნა უფრო იაფი ეღირება, თუ წინასწარ გაქვთ განსაზღვრული სტრუქტურა და მისი შესაბამისი კონტენტი.
2.კონტენტი – რა მოცულობის არის კონტენტი და საჭიროებს თუ არა დამუშავებას (ტექსტური ნაწილის ამოღებას, გასწორებას და ა.შ.)
3. გვერდების რაოდენობა – სტანდარტული პრეზენტაციის მოცულობა არის 8-12 გვერდი, თუმცა შესაძლოა თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, უფრო ნაკლები ან მეტი გვერდის შექმნა იყოს საჭირო, ამ შემთხვევაში ფასიც შესაბამისად კორექტირდება.
4. დიზაინის სირთულე – რა სირთულისაა დიზაინი, საჭიროებს თუ არა ანიმაციური ელემენტების შექმნას და ა.შ.
თუ გსურთ მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით პრეზენტაციის გაკეთება, შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის პრეზენტაციის ფორმა Mediashop-ზე.