სეო ოპტიმიზაცია - რა არის SEO?
სეო ოპტიმიზაცია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი სფეროა ციფრულ მარკეტინგში.
ფაქტობრივად ერთ-ერთი ახალი მარკეტინგული მიმართულებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა.
SEO-ს მეშვეობით ხორციელდება საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემაში.
შედეგად, თქვენი საიტი გამოჩნდება მოწინავე პოზიციებზე გუგლში, Yandex-სა და სხვა საძიებო სისტემებში.
რაც განაპირობებს მეტი ვიზიტორს საიტზე გადმოსვლას და შესაბამისად ხელს შეგიწყობთ გაყიდვების ზრდაში.
SEO ოპტიმიზაცია სულ უფრო მოთხოვნადი მომსახურება ხდება, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ეს არის საიტის “დამეგობრება” საძიებო სისტემასთან, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით.
შედეგად საიტი უფრო მაღალ შედეგებს ღებულობს მომხმარებლის მიერ საძიებო სისტემაში ძიებისას.
მაგ: საიტის გუგლში ოპტიმიზაცია განაპირობებს, თქვენი საიტის გამოჩენას უფრო მაღალ პოზიციებზე, ძიების შედეგებში.
როგორ მუშაობს სეო მარკეტინგი?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანია ახორციელებს ბინების რემონტს საქართველოში, თქვენ გააკეთეთ ვებ-საიტი და გსურთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოტენციური მომხმარებელი გადმოვიდეს თქვენ საიტზე.
აღნიშნული მიზნის საუკეთესო საშუალებაა, რეკლაის განთავსება იქ, სადაც მომხმარებელი ეძებს თქვენ მომსახურებას. ასეთი ადგილია გუგლის საძიებო სისტემა.
რა სიტყვებს შეიძლება ეძებდეს თქვენი პოტენციური მომხმარებელი გუგლში? “ბინის რემონტი”, “სახლის რემონტი”, “ბინების რემონტი თბილისში”.
ჩაწერეთ აღნიშნული სიტყვები გუგლის საძიებო სისტემაში, თქვენი კონკურენტები დროს არ გარგავენ, სწორედ მათი საიტებია განსაზღვრული მოწინავე პოზიციებზე.
აღნიშნულის მიღწევს ორი გზა არსებობს:
- გუგლში რეკლამირება
- სეო ოპტიმიზაცია
რას გულისხმობს საიტის ოპტიმიზაცია?
SEO ოპტიმიზაცია ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: საიტის შიდა და გარე ოპტიმიზაცია.
შიდა ოპტიმიზაცია
მოიცავს მხოლოდ საიტის შიდა კომპონენტების ოპტიმიზაციას, როგორიცაა ტექსტი, საიტის სიჩქარე, ტექნიკური ელემენტები, შიდა ლინკები და სხვა.
გარე ოპტიმიზაცია
საიტის გარეთ არსებული ელემენტების ოპტიმიზაცია – ბექლინკების (ბმულები, რომლებიც განთავსებულია სხვა საიტებზე და მიმართულია თქვენი საიტისკენ) გამოყენებით.
არაკეთილსინდისიერი გზები
სეო ოპტიმიზაციის განხორციელება შესაძლებელია, როგორც კეთილსინდისიერი გზებით, ისე ისეთი გზებით, რომლებიც არ შეესაბამება გუგლის და სხვა საძიებო სისტემების სტანდარტებს.
შესაძლოა არაკეთინსიდისერ გზებს ერთჯერადი ეფექტი ჰქონდეს, თუმცა როგორც წესი, შედეგად აუცილებლად დაზარალდება თქვენი საიტი და შესაძლოა გაქრეს საიძიებო სისტემებიდან.
ამიტომაც უმჯობესი იქნება კეთილსინდისიერი SEO სტრატეგიის განხორციელება, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შედეგის მისაღებად საჭიროა თანმიმდევრულობა, არაერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და რაც მთავარია დრო.
SEO ოპტიმიზაციის ფასი?
რა ღირს სეო მომსახურება?
სეო ოპტიმიზაციის ფასები განსხვავდება სამუშაოს მოცულობის მიხედვით, ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა საძიებო სიტყვების რაოდენობა, მათი სირთულე, საიტის ენა და სხვა.
SEO ოპტიმიზაციის მინიმალურ თვიური ღირებულება ჩვენთან იწყება თვეში 499 ლარიდან.
როგორი მოთხოვნაა საქართველოში?
მოთხოვნა მზარდია, სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესებდა სეო ოპტიმიზაციის მომსახურებით, რომელიც Google ads-თან და ფეისბუქში რეკლამასთან ერთად საკმაოდ ეფექტურია საქართველოში.
რატომ სეო ოპტიმიზაცია?
რატომ არის SEO ოპტიმიზაცია უმნიშვნელოვანესი ელემენტი ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიისთვის?
ყველაზე მიზნობრივია – სეო ოპტიმიზაცია იძლევა საშუალებას თქვენი მარკეტინგული აქტივობა მიმართული იყოს ყველაზე მეტად დაინტერესებული მომხმარებლის მიმართ – ვინც რეალურად ეძებს თქვენს პროდუქციას ან მომსახურებას.
ამართლებს ინვესტირებას – თითოეული თეთრი დახარჯული სწორად განხორციელებულ SEO სტრატეგიაში არის ინვესტირება თქვენი ორგანიზაციის მომავალში, რომელსაც გააჩნია მაღალი უკუგება.
შედარებით დაბალია კონკურენცი – შეიძლება ითქვას, რომ სეო ოპტიმიზაცია არ არის პრიორიტეტული მიმართულება, ბევრი თქვენი კონკურენტისთვის, ამიტომაც აღნიშნული საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ თქვენს წინაშე არსებული მიზნები უფრო სწრაფად და იაფად.
გაინტერესბთ მეტი ინფორმაცია?
ჩვენი სეო სპეციალისტები შეისწავლიან თქვენს საჭიროებას და შემოგთავაზებენ თქვენს ბიზნესზე მორგებული SEO სტრატეგიას და პირობებს.
დაგვიკავშირდით, როგორც ტელეფონზე – 598 21 44 00 , ისე ელ.ფოსტის მეშვეობით – info@mediahub.ge