wordpress საიტის დამზადება

wordpress დამზადებასაიტის დამზადება wordpress-ის სისტემაზე საკმაოდ პოპულარულია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ახალი საიტების 30 %-ზე მეტი სწორედ ვორდპრესის სისტემაზე მზადდება.

გსურთ საიტის დამზადება ვორდპრესზე? დაგვიკავშირდით – 598 21 44 00

ვორდპრესის პოპულარობის ძირითადი მიზეზებია:

1. საიტის დამზადების ფასი

საიტების დამზადება ვორდპრესის ძრავზე გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მათი ხელით დაწერის შემთხვევაშია საჭირო, თანაც, ისე, რომ აღნიშნული გავლენას არ ახდენს საიტის ხარისხზე.

2. ხარისხი

ხშირ შემთხვევაში ვორდპრესის მარტივი საიტები, გაცილებით დახვეწილია და ფუნქციური, ვიდრე ხელით აწყობილი, იმავე მოცულობისა და შინაარსის ვებ-გვერდები.

აღნიშნულის მთავარი მიზეზი არის ვორდპრესის სისტემის კონცეფცია. საიტი იქმნება მზა ძრავისა და თემფლეითის მეშვეობით, რომლებიც პროფესიონალების მიერ არის შექმნილი და კარგად გატესტილი.

3. საიტის მართვა და განვითარება

საიტის მართვა და განვითარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მანამ, სანამ საიტის შექმნაზე დაიწყებთ მუშაობას.

ვორდპრესის საიტის მართვა ყველა პროგრამისტს შეუძლია, ვისაც ამ სისტემის შესახებ ცოდნა აქვს, განსხვავებით ხელით აწყობილი საიტებისგან, რომლებიც შესაძლოა ვერ მართოს სხვა პროგრამისტმა.

მსგავსი სტატიები:

SEO სერვისი

თამაზის დამზადება 

 

Close Menu