ვიდეო გადაღება - ორგანიზაციებისთვის
თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ვიდეო გადაღება, რომლის მეშვეობითაც იქმნება ეფექტური კონტენტი სხვადასხვა მარკეტინგული არხებისთვის, როგორიცაა: სოციალური მედია, ტელევიზია და სხვა.
ვიდეო კონტენტი ეხმარება ბიზნესს მარტივად და გასაგებად აუხსნას საკუთარი პროდუქციის და მომსახურების შინაარსი და უპირატესობები.
როგორი ტიპის ვიდეოების გადაღება ხდება ორგანიზაციებისთვის?
კომპანიის საიმიჯო ვიდეო – მოიცავს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისი პროდუქციისა ან სერვისების შესახებ.
აღწერილობითი ვიდეო – ვიდეოში ხდება პროდუქტის, სერვისის ან პროცესების აღწერა, მაგ: აპლიკაციის ან ვებ-გვერდის ფუნქციონალის წარდგენა მომხმარებლისთვის.
დემონსტრაცია – პროდუქტის ან სერვისის დემონტრაცია. ფუნქციების, შესაძლებლობების, ხარისხის წარმოჩენა.
360 გრადუსიანი ვიდეო – პანორამული ტიპის ვიდეო, რომელიც მომხმარებელს ეხმარება აღიქვას სივრცე, ეს შეიძლება იყოს შოურუმი, სასტუმრო ან სხვა მსგავსი შენობა.
შერეული – ანიმაცია&რეალური კადრები – ასეთი ტიპის ვიდეო რგოლები მოიცავს, როგორც რეალურად გადაღებულ კადრებს, ასევე ანიმაციურ კომპონენტებს.