მარკეტინგული სტრატეგია 2024 წელს

როგორია თქვენი მარკეტინგული სტრატეგია 2024 წლისთვის?

თუ ჯერ არ გაქვთ მომზადებული მარკეტინგის სტრატეგია, თქვენ შესაძლოა არამიზნობრივად ხარჯავდეთ მარკეტინგულ ბიუჯეტს და ყველაზე ძვირფასს – დროს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მარკეტინგის სტრატეგია?

მარკეტინგის სტრატეგია საშუალებას აძლევს კომპანიის ტოპ მენეჯერს ზუსტად იცოდეს:

1.რა კეთდება 

2.რატომ კეთდება

3. რა რესურსები იხარჯება

4. რას მიიღებს კომპანია შედეგად

5. როგორ უნდა შეაფასოს შედეგები

რა ელემენტებისგან შედგება მარკეტინგული სტრატეგია?

მარკეტინგული სტრატეგია შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:

1.კომპანიის მიზნები 

2.მარკეტინგული ტაქტიკა – მიზნების მისაღწევად

3.მარკეტინგული არხები / პლატფორმები

4.ხელსაწყოები და მათი გამოყენება

5.მარკეტინგული ბიუჯეტი

6. კადრები, ვინც უნდა განახორციელოს მარკეტინგული აქტივობა

7.ანალიტიკური ხელსაწყოები და კონტროლის მექანიზმები

შესაძლოა ორგანიზაციის სპეციფიკის და მიზნების გათვალისწინებით გარკვეულ კომპონენტები დაემატოს ამ ჩამონათვალს.

როგორ მოვამზადოთ მარკეტინგული სტრატეგია?

განვიხილოთ მარკეტინგული სტრატეგიები ორი სფეროსთვის:

სტომატოლოგიური კლინიკა

10 მარკეტინგული სტრატეგია სტომატოლოგიური კლინიკებისთვის

იმისათვის, რომ კომპანიის თანამშრომლები ხშირად იღიმებოდნენ, კლიენტებია საჭირო. კლიენტების მოსაზიდად კი სხვადასხვა მარკეტინგული ინსტრუმენტები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თქვენი პირველი უპირატესობა ისაა, რომ სტომატოლოგიური სერვისი ყოველთვის და ყველგან საჭიროა. ამაზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. მთავარია მოინდომოთ, რომ კლიენტებმა თქვენ აგირჩიონ და არა თქვენი კონკურენტი.

საერთაშორისო სტანდარტით, სტომატოლოგიური კლინიკა წარმატებულად ითვლება თუ თვეში მინიმუმ 50 პაციენტს ემსახურება. რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი მიზანი ამ ნიშნულის (ან უფრო მეტის) მიღწევაა? ჩვენ ერთი პასუხი გვაქვს – მარკეტინგი.

პირველ რიგში, ადამიანმებმა უნდა გაიგონ თქვენი სტომატოლოგიური სერვისების შესახებ. როდესაც ისინი ეძებენ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების გზებს, ისინი თქვენ უნდა გპოულობდნენ. მას შემდეგ, რაც ისინი თქვენი არსებობის შესახებ გაიგებენ, მათთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ თქვენ სხვებზე უკეთესი ხართ. სწორედ ამაში გეხმარებათ მარკეტინგი.

ჩვენ გაგაცნობთ 10 გამოცდილ მარკეტინგულ სტრატეგიას სტომატოლოგებისთვის. აირჩიეთ აქედან ერთი ან რამდენიმე და აუცილებლად ნახავთ, რომ ისინი მართლა მუშაობენ.

1. ვინ არის თქვენი აუდიტორია?

აუცილებელია, იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას. ეს პირველი ნაბიჯია მარკეტინგული სტრატეგიის ასაწყობად.

როგორ გინდათ ბრენდის პოზიციონირება? გსურთ იყოთ საოჯახო კლინიკა, რომელსაც ხელმისაწვდომი ფასები და მასებზე გათვლილი სერვისები აქვს? თუ გსურთ ისეთ კლიენტებს მოერგოთ, ვისაც უფრო ძვირადღირებული სერვისის შეძენა შეუძლია?

ეს ის საკითხია, რომელიც თავიდანვე უნდა გადაწყვიტოთ და მარკეტინგული სტრატეგიაც შესაბამისად დაგეგმოთ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მომხმარებელს გაუწიოთ მომსახურება, თუმცა, უმჯობესია თქვენი გრძელვადიანი მიზნები ერთ ჯგუფს უკავშირდებოდეს.

მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლის კარგი მაგალითი იმის ცოდნაა, რომ სტომატოლოგიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების 90%-ს ქალები იღებენ. ამიტომ, თუ თქვენი აუდიტორია ოჯახებისგან შედგება, იცოდეთ, რომ თავი დედებს უნდა მოაწონოთ.

თქვენი მომავალი პაციენტების მოძებნა და მათზე დაკვირვება ბაზრის კვლევასა და ანალიზს მოითხოვს. ეს რთული ნაბიჯია, მაგრამ თუ ზუსტად გეცოდინებათ თუ როგორია თქვენი მიზნობირივი აუდიტორია, მარკეტინგული სტრატეგია გაცილებით უკეთესად იმუშავებს.

2. გაიცანით თქვენი კონკურენტები

კონკურენტების შესწავლა დაგანახებთ თუ რა არჩევანის წინაშე დგას თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. გაეცანით მათ სერვისებს, შემოთავაზებებს და იფიქრეთ, თქვენ რას სთავაზობთ პაციენტებს?

შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთი გზა: შეეცადოთ კონკურენტებზე უკეთესი აქციით მოიზიდოთ მომხმარებელი, ან სრულიად ახალი შეთავაზებით შეხვიდეთ ბაზარზე.

ორივე შემთხვევაში, თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ აჯობოთ კონკურენტს. ამისათვის, შეგიძლიათ რამდენიმე სტრატეგია გამოიყენოთ:

  • როგორ არეკლამებენ კონკურენტები სერვისებს და პროდუქტებს? შეგიძლიათ უფრო დიდი ფასდაკლება ან უფრო მომგებიანი აქცია შესთავაზოთ მომხმარებელს?
  • როგორ იღებენ ისინი პაციენტებს, ცოცხალი რიგით თუ ჩაწერით? თქვენ შეგიძლიათ კვირის დღეებში ორივენაიად მიიღოთ ისინი, უქმე დღეებში კი მხოლოდ ჩაწერით.
  • დაიხმარეთ გუგლი: ნახეთ როგორ არიან ისინი წარმოდგენილი ონლაინ სივრცეში.
  • გადახედეთ მათ შეფასებებს – აქ ნახავთ რა მოსწონთ და რისი გამოსწორება უნდათ პაციენტებს.
  • თუ ამდენი დრო არ გაქვთ, უმჯობესია მარკეტინგული კომპანია დაიქირავოთ, რომელიც კონკურენტების ანალიზს თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

თქვენი მიზანი ბაზრის მაქსიმალურად დეტალური შესწავლაა, თუ გსურთ სხვა კლინიკებთან შედარებით დიდი უპირატესობა მოიპოვოთ.

3.კარგი აქცია საუკეთესო გზაა მომხმარებლის მოსაზიდად

არის ვინმე, ვისაც თანხის დაზოგვა არ სურს? არა, თუ აქციის პირობებს სწორად გააცნობთ მომხმარებელს.

მომხმარებელზე მორგებული აქცია მარტივი გზაა ახალი პაციენტების მოსაძებნად. არ აქვს მნიშვნელობა როგორი შემოსავალი აქვს თქვენს კლიენტს, ყველა ბედნიერია, როცა კარგი ხარისხის მომსახურებას ნაკლებ ფასად იღებს. აჩვენეთ, რომ თქვენთან ეს შესაძლებელია.

აქციის დაგეგმვაში პირველ და მეორე ეტაპებზე ჩატარებული ბაზრის კვლევა დაგეხმარებათ. მაგალითად, აქცია შეიძლება გულისხმობდეს:

  • ფასდაკლებას ოჯახებისთვის, რომლებიც ერთად ჩაეწერებიან გეგმიურ კონსულტაციაზე, ან კბილების პროფესიონალურ წმენდაზე.
  • უფასო პროფესიონალურ წმენდას ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის დაჯავშნის შემთხვევაში.

ფრთხილად შეარჩიეთ აქციის პირობები: ის ვერ იქნება ეფექტური, თუ თქვენს ძირითად მომხმარებელს არ აინტერესებს. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ საოჯახო ფასდაკლებას შესთავაზებთ კლიენტებს, თუ ყველაზე ხშირად თქვენთან მარტოხელა მამაკაცები მკურნალობენ.

4. პერსონალიზირებული კონტენტი

ციფრები არ იტყუებიან, ამიტომ გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც მარკეტინგული სტრატეგიის შედგენაში დაგეხმარებიან:

იცოდით, რომ პოტენციური მომხმარებლების 50% ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას, როცა სტომატოლოგიური სერვისი სჭირდება? ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ამასთან ერთად, ამ პაციენტების 47% კითხულობს თქვენი სხვა მომხმარებლების შეფასებებს, რომლებიც თქვენს საიტზე ან ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული. ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს აინტერესებთ, როგორი გამოცდილებაა თქვენთან ვიზიტი. მათ აინტერესებთ, როგორ გადაჭრით მათ პრობლემებს.

ეცადეთ ისეთი კონტენტი გამოაქვეყნოთ, რომელიც ამ კითხვებს მაქსიმალურად უპასუხებს. კონტენტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია.

5. უკეთესი ბრენდინგი და ღირებულება

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია მოაგროვეთ, დროა ბრენდინგზე მუშაობა დაიწყოთ. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელზეც მუდმივად უნდა იზრუნოთ, ბრენდის იდენტობის შესანარჩუნებლად.

წარმატებული ბრენდინგის მიზანია წარმოაჩინოს, რომ თქვენი კომპანია ისეთ საქმეს აკეთებს, რისი გაკეთებაც სხვას არავის არ შეუძლია. ეს უნდა იყოს თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით.

ბრენდინგი ნიშნავს, რომ ადამიანები სცნობენ თქვენს ლოგოს, ბიზნესს და მათ თქვენს ღირებულებებთან აიგივებენ.

6. გაყიდეთ ის, რაც მომხმარებელს სჭირდება

მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ სერვისი, რომელსაც თქვენგან ყიდულობს, მას სჭირდება. მაგალითად, თუ პაციენტი ფულს იხდის სტომატოლოგიურ იმპლანტში, მან უნდა იცოდეს, რომ შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

7. გამოიყენეთ სწორი სიტყვები (ქივორდები)

იმისათვის, რომ მომხმარებელმა ადვილად გიპოვოთ საძიებო სისტემაში, სწორი სიტყვები დაგჭირდებათ. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რა ფრაზებს იყენებენ კლიენტები სტომატოლოგიური კლინიკის მოსაძებნად და კონტენტში მაქსიმალურად გამოიყენოთ ისინი.

თქვენი მიზანია კომპანიის ვებ-გვერდი საძიებო სისტემის პირველ გვერდზე მოხვდეს. ამისათვის SEO ოპტიმიზაციაა საჭირო, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია, რომლისთვისაც უმჯობესია პროფესიონალები დაიქირავოთ.

8. სოციალური მედიის მარკეტინგი დანტისტებისთვის

სოციალური მედია ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ინდუსტრიას შეუძლია, მათ შორის სტომატოლოგიურ კლინიკებსაც.

ადამიანების დაახლოებით 40% ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ეძებს ინფორმაციას სტომატოლოგის შერჩევის დროს. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დროა ყურადღება მიაქციოთ თქვენს გვერდებს ონლაინ სივრცეში. მათი მენეჯმენტი არც ისე მარტივი საქმეა, აუცილებელია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება:

  • პაციენტები თქვენგან გამართულ, კეთილგანწყობილ და პროფესიონალურ კომუნიკაციას ელიან როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ სივრცეებში;
  • კონტენტი რომელსაც ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნებთ საინტერესო უნდა იყოს თქვენი პაციენტებისთვის;
  • აუცილებელია აქ განთავსებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში განახლება.

თქვენი სოციალური მედიის გვერდები თქვენი საქმიანობის სტილს უნდა ასახავდეს. ეს ყველაზე მომგებიანი გზაა ახალი მომხმარებლების მოსაძებნად.

9. შექმენით პროფესიონალური, მობილურზე ადაპტირებული ვებ-გვერდი

გამართული ვებ-გვერდი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის. როგორც წესი, თქვენი პირველი შეხვედრა პაციენტთან სწორედ ვებ-გვერდზე მოხდება. შეეცადეთ, კარგი პირველი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ადამიანი მობილურს იყენებს თქვენს საიტზე შესასვლელად. ამიტომ, ის ადაპტირებული უნდა იყოს სხვადასხვა მოწყობილობებისთვის.

10.ვიდეო ყოველთვის უკეთესად მუშაობს, ვიდრე სტატიკური ფოტო

ვიდეო არის მომავალი!

ვიდეო-კონტენტ მარკეტინგი საუკეთესო გზაა თქვენი სერვისების რეკლამისთვის. სოციალური პლატფორმები კონტენტის ამ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას და თუ რამდენიმე ფაქტორს გაითვალისწინებთ სათქმელი მარტივად მივა პოტენციურ კლიენტამდე.

  • ვიდეო თქვენი ბრენდინგის ელემენტებს უნდა შეიცავდეს (სტილი, ფერები, ტექსტი);
  • დატესტეთ და იექსპერიმენტეთ სხვადასხვა თემატიკის და ხანგრძლივობის ვიდეობით;
  • ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეო SEO ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ;
  • შეეცადეთ შექმნათ ვიდეობი, რომლებიც მომხმარებელს დაამახსოვრდება.

შეჯამება

მარკეტინგული ტაქტიკის ეს არასრული ჩამონათვალიც აჩვენებს, რომ თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის ბევრ სხვადასხვა გზას შეგიძლიათ მიმართოთ.

ამ სტრატეგიის გამოყენება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ეფექტური იქნება პროფესიონალთა გუნდი დაიქირავოთ ამ სამუშაოების შესასრულებლად.

რესტორნის მარკეტინგული სტრატეგია

რესტორნის მარკეტინგში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ციფრული ტექნოლოგია.

საკრედიტო ბარათების გამოყენება, მაგიდის ონლაინ დაჯავშნა, ციფრული სალარო აპარატები, აპლიკაციები – რა იქნება შემდეგი ტექნოლოგია, რომელიც სარესტორნო ბიზნესში დაინერგება?

თუ გსურთ თქვენს რესტორანში მეტი მაგიდა შეავსოთ, მაშინ საჭიროა მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზა კი ციფრული მარკეტინგია:

სოციალური მედიის ზრდა

სოციალური მედია იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენი რესტორანი მეტმა ადამიანმა გაიცნოს.

მნიშვნელოვანიასხვადასხვა რესურსის გამოყენებით, შექმნათ ვიზუალურად მიმზიდველ კონტენტი, რომლითაც თქვენს მენიუში არსებულ კერძებს, სასმელებს, სხვადასხვა ღონისძიებებსა და საინტერესო დეტალებს გააცნობთ პოტენციურ სტუმრებს.

SEM & Google ads

როდესაც ადამიანები ეძებენ სად ივახშმონ, თქვენ უნდა გპოულობდნენ.

გუგლში რეკლამა სწორედ ამისთვის გამოიყენება. ამასთან ერთად, რეკლამის მიმართვა შესაძლებელია იმ ადამიანებზეც, რომლებმაც იციან თქვენი რესტორნის შესახებ, მაგრამ ჯერ თქვენი მომსახურებით არ უსარგებლიათ.

მადისაღმძვრელი რეკლამით ჩვენ შეგვიძლია ისინი თქვენს მაგიდამდე მოვიყვანოთ.

იმეილ მარკეტინგი

მომხმარებლების მოძებნის ეს მეთოდი საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა ის საკმაოდ ეფექტურია.

იმეილ მარკეტინგის მთავარი მიზანი უკვე არსებული, ერთგული სტუმრებისთვის სეზონური მენიუებისა და განსაკუთრებული შემოთავაზებების გაცნობაა.

კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგი საშუალებას მოგცემთ სამზარეულოს კარი გახსნათ თქვენი მომხმარებლებისთვის.

გაუზიარეთ მათ თქვენი მუშაობის პროცესი – სად ყიდულობთ საუკეთესო ინგრედიენტებს, რომლებია თქვენი საყვარელი რეცეპტები.

შეგიძლიათ მოკლე ვიდეოების საშუალებით გააცნოთ თქვენი მზარეულები, მუშობის პროცესი და ა.შ.

ვებგვერდი

ძალიან ხშირად, თქვენი პირველი ინტერაქცია რესტორნის სტუმრებთან თქვენს ვებ-გვერდზე ხდება. ზოგი მათგანი მენიუს ეძებს, ზოგს კი მაგიდის დაჯავშნა უნდა.

თქვენი მიზანია ისე წარმოაჩინოთ კერძები და რესტორნის ატმოსფერო, რომ მომხმარებელი იმავე საღამოს თქვენს მაგიდასთან აღმოჩნდეს.

SEO ორგანული ტრეფიკი

როგორც უკვე ვთქვით, თქვენი პოტენციური სტუმრები ხშირად გუგლით ეძებენ სასურველ რესტორანს.

თუ გსურთ საძიებო სისტემის პირველ გვერდზე იყოთ, SEO ოპტიმიზაცია დაგჭირდებათ.

რესტორნის მარკეტინგის სამყარო

ბოლო წლებში რესტორნების დიდი ნაწილი ამჩნევს, რომ ონლაინ შეკვეთებმა საგრძნობლად იმატა.

ადამიანების უმეტესობას ურჩევნია შეკვეთა ონლაინ განათავსოს და არა სატელეფონო ზარით ან ადგილზე მისვლით. ამის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ასე უფრო მარტივია შეკვეთის შეცვლა ან მომხმარებელზე მორგება (მაგალითად ინგრედიენტის ამოღება ან ჩამატება).

ინფორმაცია, რომელსაც ონლაინ შეკვეთის დროს მომხმარებელი გაძლევთ, უფრო ღირებულია, ვიდრე ამ შეკვეთით მიღებული თანხა.

თუ აქტიურად იყენებთ ამ შესაძლებლობას, თქვენ იგებთ ვინაა თქვენი ტიპური სტუმარი, რა მოსწონს მას, როგორია მისი დემოგრაფიული მონაცემები. ამ ინფორმაციის ანალ იზი გაძლევთ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომელიც რეალურ კვლევაზეა დაფუძნებული.

მარკეტინგი სარესტორნო ინდუსტრიაში

ციფრული მარკეტინგი უნიკალური შესაძლებლობაა ხანგრძლივი და ორმხრივი კომუნიკაცია დაამყაროთ მომხმარებლებთან.

თქვენი მთავარი მიზანი არ უნდა იყოს ერთჯერადად ბევრი მომხმარებლის მოზიდვა.

გრძელვადიანი სტრატეგიის წარმატებული შედეგი ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნაა, რომლებიც მუდმივად ადევნებენ თვალს თქვენს სიახლეებს, ღონისძიებებს და სხვა აქტივობებს და ხშირად ბრუნდებიან თქვენთან.

სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ რესტორნის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ:

  • უფრო მეტი ადამიანი შემოდის რესტორანში;
  • იზრდება გაყიდვების რაოდენობა;
  • სტუმრები უფრო მეტს ხარჯავენ რესტორანში;
  • მოგება იზრდება;
  • ბრენდინგი უმჯობესდება;
  • იზრდება ერთგული მომხმარებლების რაოდენობა.

როდესაც ბიზნესი წარმატებულია, ბევრი ადამიანი საუბრობს მასზე, ისინი უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს თქვენი გემრიელი კერძების, სასიამოვნო ატმოსფეროსა და ხარისხიანი მომსახურების შესახებ. დიჯითალ მარკეტინგი დაგეხმარებათ იყოთ ის რესტორანი, რომელსაც სტუმრები აქებენ და თავიანთ ახლობლებს ურჩევენ.

რატომ უნდა გვანდოთ თქვენი რესტორნის მარკეტინგი ჩვენ?

ჩვენ  ვიცით, რომ მარკეტინგის სამყარო მუდმივად იცვლება

ყოველდღიურად, ჩვენ ველით და თვალს ვადევნებთ ცვლილებებსა და სიახლეებს ჩვენს სფეროში.

იმისათვის, რომ თქვენმა რესტორანმა პირველობა შეინარჩუნოს, ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ მისი გაუმჯობესების გზებს.

ჩვენ გვიყვარს ჭამა

დიახ, ეს მნიშვნელოვანია, როცა საქმე სარესტორნო ბიზნესს ეხება. ჩვენ მუდმივად ვეცნობით კვების ინდუსტრიის სიახლეებს, ახალ ტენდენციებსა და მიმართულებებს, რომ შემდეგ, მათი წარმოჩენა უკეთესად შევძლოთ.

იპოვეთ თქვენი ნიშა

ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რესტორანი ერთმანეთის მსგავსია. დიახ, თქვენი საოჯახო რესტორანი განსხვავდება გვერდზე მდებარე ლუდის ბარისგან, მაგრამ თქვენი სამიზნე აუდიტორია შეიძლება საერთო იყოს. თქვენი მიზანია განსხვავებულად მიაწოდოთ თქვენი სათქმელი პოტენციურ სტუმრებს. ციფრული მარკეტინგი ამ ნიშის პოვნაში დაგეხმარებათ.

რესტორნის მარკეტინგის სტრატეგიის წარმატება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული

იმისათვის, რომ მარკეტინგულმა სტრატეგიამ იმუშავოს, ჩვენ რამდენიმე დამატებით სამუშაოს ვატარებთ:

კონკურენტების კვლევა: თუ გინდათ იყოთ საუკეთესო, უნდა იცოდეთ ვის ეჯიბრებით. ჩვენ ვსწავლობთ თქვენი კონკურენტების ციფრულ ქცევას და შედეგებს სტრატეგიის შედგენისას ვითვალისწინებთ.

კომუნიკაცია: როდესაც ჩვენთან თანამშრომლობთ, თქვენ ყოველთვის იცით რა ეტაპზეა სტრატეგია. პერიოდულად, ჩვენ გაგაცნობთ მუშაობის შედეგებს.

დაკვირვება ინდუსტრიის ტენდენციებზე: ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ეცნობიან სარესტორნო ბიზნესის სიახლეებს და მათ თქვენი სარეკლამო კამპანიებისთვის იყენებენ. ამიტომ, ჩვენი მარკეტინგული აქტივობები მუდმივად საინტერესო და აქტუალურია.

როგორ იქმნება რესტორნის მარკეტინგული სტრატეგია?

სტრატეგიის შედგენა

მარკეტინგული სტრატეგია იმ აქტივობების ერთობლიობაა, რომელსაც სხვადასხვა მიზნების მისაღწევად მივმართავთ.

რეკლამა, კონტენტი და პრომოუშენი

ჩვენი სპეციალისტები ქმნიან კონტენტს, რომელიც კონკრეტული ღონისძიების, შეთავაზების ან სხვა ელემენტის დარეკლამებაზეა მიმართული.

ყველა რეკლამა გათვლილია იმაზე, რომ საღამოს თქვენს რესტორანში ყველა მაგიდა შევსებული იყოს.

ყოველდღიური მონიტორინგი

თქვენი მომხმარებლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან რესტორანთან. ისინი წერენ კომენტარებს და სვამენ კითხვებს.

მათ კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პასუხები სჭირდებათ. ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ამ მომსახურებასაც გთავაზობთ.

ჩართულობა

კლიენტების ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის აუცილებელია ჩართულობა.

ჩვენი სპეციალისტები ყოველდღიურად მუშაობენ თქვენს ახალ პოსტებზე და უზრუნველყოფენ, რომ სტუმრებს თქვენი არსებობა მუდმივად ახსოვდეთ.

ოპტიმიზაცია

იმისათვის, რომ რესტორანმა წლიდან წლამდე განაგრძოს წარმატებული მუშაობა, ოპტიმიზაციაა საჭირო. აუცილებელია მუდმივად აკვირდებოდეთ და განიხილავდეთ თქვენს სტრატეგიას, არკვევდეთ რა მუშაობს და რა -არა.

რესტორნის მარკეტინგი ციფრულ ეპოქაში

ალბათ, თქვენც იცით, რომ კვებით ინდუსტრიაში კონკურენცია ძალიან მაღალია. რთულია, გამოირჩეოდეთ იმ უამრავ საკვებ დაწესებულებას შორის, რომელიც დღეს ბაზარზეა წარმოდგენილი.

ზუსტად ამაში დაგეხმარებათ სარეკლამო სააგენტო, რომელიც სრულ სერვისს გთავაზობთ.

არ აქვს მნიშვნელობა რა არის თქვენი ნიშა, პატარა კაფე გემრიელი ყავით, ლუდის ბარი, ტრადიციული თუ ქსელური რესტორანი, ჩვენ შევძლებთ ჩვენი სერვისები მაქსიმალურად მოვარგოთ თქვენს საჭიროებებს.

გაქვთ შეკითხვა?