კონტენტ მარკეტინგი - როგორ შევქმნათ ეფექტური კონტენტი?

კონტენტ მარკეტინგიკონტენტ მარკეტინგი არის მარკეტინგული სფერო, რომლის ფარგლებშიც მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღების მიქცევა ხორციელდება საინტერესო და რელევანტური კონტენტის შედგენის გზით.

აუდიტორიასთან კავშირის დამყარება და ნდობის შექმნა ხორციელდება მისთვის საჭირო და ფასეული ინფორმაციის მიწოდებით, სხვადასხვა ფორმატში, ეს შეიძლება იყოს სტატიები, ვიდეო ბლოგები და სხვა.

აგალითი: გაქვთ სარემონტო ბიზნესი და გსურთ კონტენტ მარკეტინგის განხორციელება. ამ მიზნით ქმნით ბლოგს თქვენს ვებ-საიტზე და იწყებთ სტატიების წერას: “სამზარეულოს რემონტი – რა გავითვალისწინოთ” “რას ნიშნავს თეთრი კარკასი” და ა.შ.  

სტატიების გავრცელებას შესაძლებელია უფასოდ, როგორც გუგლში, ასევე ფეისბუქზე ჯგუფებში გაზიარების გზით.

კონტენტ მარკეტინგის ტიპები

განვიხილოთ ძირითადი კონტენტ მარკეტინგის ტიპები:

  1. Email სიახლეები – საინტერესო და თემატური ინფორმაციის მიწოდება მინზობრივი აუდიტორიისთვის, მეილების დაგზავნის გზით.
  2. ბლოგი – საინტერესო სტატიების შედგენა და განთავსება ვებ-საიტზე.
  3. ვიდეო ბლოგი – სხვადასხვა ტიპის ვიდეო რგოლების შედგენა და განთავსება სხვადასხვა არხზე, როგორიცაა ტიკ-ტოკი, იუთუბი და სხვა.
  4. ელ. წიგნები – პროფესიული რჩევები, გამოცდილების გაზიარება და ინსტრუქციები ელექტრონული წიგნის ფორმატში.
  5. სოციალური მედია – თემატური პოსტების შედგენა და გავრცელება სოც. მედია პლატფორმებზე.

 

რატომ კონტენტ მარკეტინგი?

განვიხილოთ კონტენტ მარკეტინგის ძირითადი უპირატესობები:

ეფექტურია – სწორი სტრატეგიით განხორციელებული კონტენტ მარკეტინგი მოგიტანთ რეალურ შედეგებს, რაც პირველ რიგში ნიშნავს პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებას, მათი მხრიდან ნდობის შექმნას და საბოლოო ჯამში მათ ქცევას კლიენტებად.

იაფია – კონტენტის შედგენა შესაძლებელია მინიმალური დანახარჯით, მთავარი გქონდეთ დასახული კონკრეტული მიზნები და კარგად აცნობიერებდეთ რას და რატომ აკეთებთ.

მცირე კონკურენცია – სანამ თქვენი კონკურენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფეისბუქ რეკლამირებასა და სმს-ების დაგზავნაში, თქვენ მშივადად და მიზანდასახულად შეგიძლიათ თქვენი მარკეტინგული მიზნები განახორციელოთ კონტენტ მარკეტინიგის მეშვეობით.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

გაქვთ შეკითხვა?