რატომ მარკეტინგული სააგენტო?

რა საქმიანობას ახორციელებს და რაში გვჭირდება მარკეტინგული სააგენტო?

ნებისმიერი ბიზნესი საჭიროებს მარკეტინგს, სხვადასხვა მოცულობით და სტრატეგიით.

მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია, როგორც შიდა კადრების აყვანით, ასევე მარკეტინგული კომპანიის მეშვეობით, ამ საქმიანობის მათზე გადაცემით, რასაც მარკეტინგის აუთსორსინგი ეწოდება.

რაში გვეხმარება მარკეტინგული კომპანია?

მოდით განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები, რაშიც გვეხმარებიან  მარკეტინგული სააგენტოები:

მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა – მოიცავს როგორც არსებული სიტუაციის აუდიტს, ასევე შემდგომი პერიოდისთვის საჭირო მარკეტინგული აქტივობის განხორციელებას, მათ შორის სარეკლამო პლატფორმების შერჩევასა და ბიუჯეტის განსაზღვრას.

სოციალური მედია მარკეტინგი

ვებ-საიტი შექმნა & მასთან დაკავშირებული საკითხები

კონტენტ მარკეტინგი & სეო ოპტიმიზაცია

პირდაპირი მარკეტინგი – სმს & Email მარკეტინგი

რეკლამა საძიებო სისტემებში – Google, Yandex და სხვა.

ანალიზი და კორექტირება – რაც ხშირად ავიწყდებათ და არ აქცევენ ყურადღებას, თუმცა რეალურად სწორედ საქმიანობის ანალიზი და ხარვეზების კორექტირება გიზოგავთ ფინანსებსა და დროს, ასევე აუმჯობესებს შედეგებს.

როგორ შევარჩიოთ მარკეტინგის სააგენტო?

მარკეტინგული კომპანიის შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმებით არის შესაძლებელი:

გამოცდილება – მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რამდენი წელია სააგენტო ბაზარზე ან რამდენი თანამშრომელი ყავს, არამედ რეალურად რა აქვს გაკეთებული, რამდენად არის მისი ნამუშევრები ხარისხიანი და რელევანტური თქვენი ბიზნესის საჭიროებების მიმართ.

სანდოობა – რას ნიშნავს სანდო თქვენთვის? ადამიანს, რომელთაც საუბრის შემდგომ არ ჩნდება უცნაური კითხვები – რამდენად სანდოა იგი? რამეს ხომ არ მატყუებს? და ა.შ.

ფასი – ძვირი არ ნიშნავს კარგს, მნიშვნელოვანი ფასი და ხარისხი ერთმანეთს შეესაბამებოდეს, ამიტომაც სასურველია ამ ბალანსის დაცვით იქნას მოძიებული შესაბამისი კომპანია.

გაინტერესებთ რას გთავაზობთ Mediahub-ი?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

გაქვთ შეკითხვა?