მენიუს დიზაინის დამზადება

მენიუს დამზადება

მენიუს ეფექტური დიზაინის დამზადება ნებისმიერი რესტორნის / სასტუმროს ბრენდინგის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

სწორად შედგენილი მენიუს დიზაინი მომხმარებელს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება და შეიძლება მადაც კი გაუღვიძოს.

მენიუ არაა მხოლოდ რესტორნის საჭმლის ჩამონათვალი. ესაა მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი მუშაობის სტილსა და იდენტობაზე ბევრს ამბობს.

შესაბამისად, მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაგიზარდოთ გაყიდვები, თუ დიზაინის რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს გაითვალისწინებთ.

გაითვალისწინეთ მომხმარებლის ჩვევები

წლების მანძილზე, რესტორნის მფლობელები ფიქრობდნენ, რომ მენიუს ყველაზე მიმზიდველი ნაწილი მარჯვენა ზედა კუთხე იყო და ყველაზე ძვირიან კერძებს სწორედ იქ ათავსებდნენ.

ახალი დაკვირვებების თანახმად კი აღმოჩნდა, რომ რესტორნის სტუმრები მენიუს ისე კითხულობენ, როგორც წიგნს – მარცხნიდან მარჯვნივ.

სტუმრებს ასევე დაეხმარებით, თუ კერძებს ლოგიკურ ჯგუფებად დაყოფთ. ჯგუფების ერთმანეთისგან გამიჯვნაში ხაზები გამოგადგებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფის უკეთ წარმოსაჩენად კი შეგიძლიათ ჩარჩოს დიზაინი გამოიყენოთ.

ეცადეთ ნაკლები ფოტომასალა გამოიყენოთ

ვიზუალური მასალით გადატვირთული მენიუ იაფფასიან, ქსელურ რესტორნებთან ასოცირდება. თუ მაინც გადაწყვეტთ ფოტოების გამოყენებას, ეცადეთ, საუკეთესო ფოტოგრაფი დაიქირავოთ, რომელსაც მსგავსი ტიპის მუშაობის გამოცდილება აქვს.

ასევე, მზად იყავით იმისთვის, რომ მომხმარებელი აუცილებლად მოითხოვს მისი შეკვეთილი კერძი ზუსტად ისეთი იყოს, როგორც ფოტოზეა.

უფრო მარტივი გზა ილუსტრაციის გამოყენებაა. მომხმარებლების უმეტესობა ასეთი მასალის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, ილუსტრაციის სტილი კი თქვენი რესტორნის იდენტობას წარმოაჩენს.

სწორად შეარჩიეთ ტექსტის ფონტი

ისევე, როგორც ბრენდინგის სხვა ელემენტები, მენიუს ტექსტის ფონტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. სხვადასხვა სტილის ფონტი სხვადასხვა ასოციაციას იწვევს თქვენს სტუმრებში, ამიტომ ის ყურადღებით უნდა შეარჩიოთ.

ნუ აიძულებთ მომხმარებლებს ბევრი იფიქრონ იმაზე, რომ თქვენთან ფულს ხარჯავენ. ნუ გამოიყენებთ მენიუში ვალუტის აღმნიშვნელ სიმბოლოებს.

მენიუში გამოყენებული ფერები ბრენდს უნდა შეესაბამებოდეს

ფერები სტუმრებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ. მაგალითად, მიიჩნევა, რომ წითელი ფერი მადისაღმძვრელია, მწვანე კი ჯანსაღ საკვებზე მიუთითებს.

სწორი სტრატეგიაა, როცა მენიუს დიზაინი ბრენდირების სხვა ელემენტებს პასუხობს. თანმიმდევრულობა თქვენს დაწესებულებას ერთიან, დახვეწილ იმიჯს უქმნის, რომელიც სტუმარს ხანგრძლივად ამახსოვრდება.

და ბოლოს…

როგორც ხედავთ, რესტორნის მენიუს შედგენა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ კერძების დასახელების ჩამოწერაა.

დიზაინერები ფიქრობენ მის სტრუქტურაზე, ვიზუალური თუ ტექსტური ნაწილის უკეთესად წარმოჩენაზე და ბევრ სხვა დეტალზე.

კომპანია MediaHub მზად არის დაგეხმაროთ, თუ გსურთ საუკეთესო მენიუს დიზაინის დამზადება.

გაქვთ შეკითხვა?