ციფრული დიზაინი თქვენი ბიზნესისთვის

ციფრული დიზაინი გამოიყენება მარკეტინგული საქმიანობის ფართო სპექტრში: ვებ-საიტის კონტენტის შესაქმნელად, სოციალური მედიის მართვისას, ლოგოს შესაქმნელად და სხვა.

კომპანია MediaHub გთავაზობთ ციფრული დიზაინის მომსახურების სრულ სპექტრს, ჩვენი დიზაინერები მოამზადებენ ნებისმიერი სირთულისა და კომპლექსურობის მქონე ციფრული დიზაინის ნამუშევრებს.

რა არის ციფრული დიზაინის უპირატესობა?

ციფრულ დიზაინს ჩვენ ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ციფრული დიზაინი მხოლოდ ვებ-გვერდების შესაქმნელად გამოიყენება, თუმცა რეალურად მის გამოყენების არეალი ბევრად მრავალფეროვანია და მოიცავს თითქმის ყველაფერს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ.

ციფრული დიზაინის გამოყენება ხდება კინოების, კომპიუტერული თამაშების, მობილური აპლიკაციების, ანიმაციების, ფეისბუქ პოსტების, შენობების, მანქანების და სხვა პროდუქციის შესაქმნელად.

რატომაა მნიშვნელოვანი ციფრული დიზაინი?

ციფრული დიზაინის მნიშვნელობა ძალიან დიდია, არა მხოლოდ ინტერნეტ რეკლამირების სფეროში, არამედ ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაშიც. ასევე მისი როლი მნიშვნელოვანია ბრენდირების პროცესშიც.

ციფრული დიზაინის როლი ინტერნეტ რეკლამაში

რეკლამა ფეისბუქში, რეკლამა გუგლში, საიტებზე განთავსებული რეკლამა და სხვა. ყველა ასეთი ტიპის რეკლამა შექმნილია ციფრული დიზაინის მეშვეობით. რაც უფრო მაღალი დონისაა ციფრული დიზაინი, მით უფრო ეფექტურია ასეთი ტიპის რეკლამა.

ციფრული დიზაინის გამოყენება ტრადიციულ მარკეტინგში

ციფრული დიზაინი

იგივე შეიძლება ითქვას ტრადიციულ რეკლამაზეც, ჯერ ხდება კომპიუტერზე ციფრული სახით დიზაინის შექმნა, ხოლო შემდგომ მისი გადატანა მატერიალურ ფორმაში.

ბრენდის განვითარება

ბრენდირება არ ყოფილა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს არის, ინტერნეტში მომხმარებლის მოზიდვის და მეტი გაყიდვების უზრუნველსაყოფად.

გრაფიკული დიზაინი ბრენდირების არსებითი შემადგენელი ნაწილია, ეფექტური ციფრული დიზაინის გარეშე, წარმატებული ბრენდირება ძნელი წარმოსადგენია.

 

გაქვთ შეკითხვა?