ვიზუალური მარკეტინგი ბიზნესისთვის

ვიზუალური კონტენტი ციფრული მარკეტინგის გამოსახულებაა, მისი წარმატების საფუძველი.

ვიზუალური კონტენტი დომინირებდა ყოველთვის, მათ შორის ციფრული მარკეტინგის წარმომშობამდეც, როდესაც ეფექტური რეკლამის განხორციელება გარე ბანერებით, ბუკლეტებითა და სატელევიზიო რეკლამებით ხორციელდებოდა, ასევე მანამდეც, როდესაც ეს ყველაფერი არ იყო.

რას გულისხმობს ვიზუალური მარკეტინგი?

ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობის აუცილებელი ელემენტია ვიზუალური კონტენტი, რაც მარტივად, რომ ვთქვათ გულისხმობს ფოტო-ვიდეო-ანიმაციური მასალების მეშვეობით სარეკლამო პროდუქტის შექმნას.

რა განაპირობებს ვიზუალური კონტენტის მნიშვნელობას?

ინფორმაციის 90%, რომელსაც ჩვენი გონება ღებულობს ვიზუალური სახისაა, ამიტომაც ვიზუალურ მასალას ბუნებრივია უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, ვიდრე უბრალო ტექსტს ან სხვა ტიპის მასალას.

ყველა მარკეტინგულ საქმიანობაში გამოიყენება ვიზუალური მასალა, თუმცა ხშირად ამ მასალის უმეტესობა მოიპოვება სხვა წყაროებიდან, ისინი არ იქმნება სპეციალურად მარკეტინგული საქმიანობისთვის.

რა სარგებელი მოაქვს საკუთარი ვიზუალური კონტენტის შექმნას?

საკუთარი ვიზუალური კონტენტის შექმნა არ არის რთული, ამისთვის საჭიროა ფოტო-ვიდეო გადაღება და შემდგომ გადაღებული მასალის ჯეროვნად დამუშავება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით (ფოტოშოპი, ვიდეო ედიტორი და ა.შ.)

ამ ყველაფრისთვის საკმარისია, ხარისხიანი ფოტო-კამერა და შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალების დასამუშავებელი პროგრამების ცოდნა.

თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა ან/და დრო, შეგიძლია მიმართოთ სპეციალიზირებულ კომპანიებს, რომლებიც ყველაფერ ზემოთ თქმულს თავად განახორციელებენ.

მოდით განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის ვიზუალური კონტენტი და მათი გამოყენების არეალი:

ინტერნეტში მოძიებული ფოტოები

ფოტოების ინტერნეტში მოძიება არის ყველაზე მარტივი და იაფი გამოსავალი, თუმცა მას გააჩნია გარკვეული მინუსები:

  • ინტერნეტში არსებული ყველა ხარისხიანი ფოტო გამოიყენება თქვენი კონკურენტების მიერ;
  • თქვენ არღვევთ საავტორო უფლებებს,
  • ფოტოები არ არის სპეციალურად თქვენი სარეკლამო მიზნებისთვის შექმნილი,
  • მათ აკლიათ სხვადასხვა აუცილებელი ელემენტები,
  • არ არიან გამორჩეული.

რჩევა: თუ გაქვთ საშუალება, ინვესტირება მოახდინეთ ფოტო-ვიდეო გადაღებაში, რომლის მეშვეობითაც ექსკლუზიურად თქვენთვის იქნება შექმნილი ხარისხიანი ფოტო-ვოდეო მასალა.

ამით თქვენ შესაძლოა გქონდეთ პირველადი დანახარჯები, თუმცა შედეგი ამართლებს საშუალებას.

სახუმარო ფოტოები (Memes)

„მემეები“ არის იუმორით გაჯერებული ფოტოები, რომლებიც ასე ძალიან უყვართ ინტერნეტ მომხმარებლებს.

მათი გამოყენება ძალიან ეფექტურად არის შესაძლებელი არა მხოლოდ მეგობრების გასამხიარულებლად, არამედ სარეკლამო მიზნებისთვისაც.

რჩევა: შექმენით თქვენი საკუთარი მემეები, ბრენდირებული დიზაინით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული ხუმრობები/ციტატები და მოარგოთ თქვენ სათქმელს.

თუმცა მანამდე უნდა განსაზღვროთ რამდენად მისაღებია ასეთი ფორმატი თქვენი აუდიტორიისთვის, რამდენად ეფექტურად მიაწვდენთ ამ ფორმით მათ ხმას.

ვიდეო რგოლები

ვიდეო რგოლების ეფექტურობა ბევრად მაღალია, ვიდრე ყველაზე მაღალი ხარისხის ფოტოების. მათი საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ თქვენი ბიზნეს მესიჯი გაუგზავნოთ კლიენტებს, არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ აუდიო და ანიმაციური საშუალებებით, გარდა ამისა ვიდეოს რეკლამირება უფრო იაფი ჯდება და მეტია მათი რეკლამირების ეფექტურობა.

მაღალი ხარისხის ვიდეოს დასამზადებლად გარკვეული ინვესტიციის ჩადება მოგიწევთ, თუმცა იგი აუცილებლად გაამართლებს, რადგან ვიდეო რგოლი საშუალებას იძლევა მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული სარეკლამო საქმიანობაში და მისი ეფექტურობა ძალზედ დიდია.

რჩევა: მობილურ სივრცეში ვიდეოთა ნახვის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, Business Insider – ის მიხედვით, აშშ-ში 50 მილიონი ამერიკელი უყურებს ვიდეოს მობილურზე, ხოლო მთლიანი ვიდეოთა ნახვის 15% მოდის მობილურ ტელეფონებსა და ტაბლეტებზე.

ამიტომაც, კარგი იქნება თუ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც განთავსებული იქნება თქვენ საიტზე, იყოს ადაპტირებული მობილური ხელსაწყოების მიმართ.

Live ვიდეოები

ვიდეო კონტენტის განსხვავებული და ინოვაციური მოდელია Live ვიდეოები, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მოიპოვეს განსაკუთრებული პოპულარობა.

Live ვიდეოების წარმატებით გამოყენება შესაძლებელია მომხმარებელთან ონლაინ რეჟიმში კომუნიკაციის თვალსაზრისით.

იგი აახლოვებს მომხმარებელთან, იძლევა შესაძლებლობას უშუალო კონტაქტი განახორციელოთ მათთან, მაქსიმალურად ეფექტური გზით.

რჩევა:  ახალი ფორმატის ასათვისებლად, მარკეტერებმა უნდა დაიწყონ ლაივ ვიდეობზე მუშაობა, ფეისბუქ ლაივი არის ყველაზე პოპულარული ამ სფეროში საქართველოს მასშტაბით.

იფიქრეთ ლაივ ვიდეოზე, ისევე, როგორც სხვა მარკეტინგულ საშუალებებზე, რადგან შესაძლოა სულ ცოტა ხანში ლაივ ვიდეოები გაუტოლდნენ და გადაუსწრონ ეფექტურობაში ისეთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორიცა სოციალურ მედიაში პოსტების განთავსება.

როგორი შეიძლება იყოს ეფექტური ლაივ ვიდეო?

ეფექტური ლაივ ვიდეოს მაგალითებია: მოვლენის აღნიშნვა, დაჯილდოვება, ინფორმაციული და ვიზუალური ტური., ახალი ინოვაციური პროდუქტის გაცნობა ,საქმიანობის პროცესის გადაღება და ა.შ.

მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ლაივ ვიდეოების რაღაც პერიოდულობა უნდა ჰქონდეს, მაგალითად კვირაში ორჯერ, ან ერთხელ, გააჩნია მიზნებს.

სტატისტიკა და ჩარტები

სტატისტიკის ვიზუალური სახით წარმოადგენა ორი მიზნის მიღწევის საშუალებსა იძლევა:

  1. ვიზუალი იზიდავს მომხმარებელს;
  2. სტატისტიკური მასალა აზრის დამაჯრებლად გადაცემას უწყობს ხელს.

რჩევა: მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ დიზაინს, სათქმელი გადაეცით მარტივად აღქმადი ელემენტების გამოყენებით.

ციტატები

ვის არ მოსწონს კარგი ციტატა? შესაბამისი კონტექსტი და დიზაინი უფრო მიმზიდველს ხდის მას.

ციტატა იძლევა დაფიქრების საშუალებას, იგი რაღაც გონივრულს გვეუბნება, რაც ასე საჭიროა ჩვენს ყოველდღიურობაში.

რჩევა: მარკეტინგისთვის ეფექტური ციტატა დაკავშირებულია თქვენს საქმიანობასთან, პროდუქტთან და ა.შ. თუმცა არ მოგივიდეთ ზედმეტი, ყოველდღიურად მხოლოდ ციტატების დადება, რომლებიც კავშირში არაა თქვენ საქმიანობასთან, რაც არ უნრა ბრძნული იყოს, მოიტანს ნეგატიურ შედეგებს.

გამოიყენეთ ვიზუალური კონტენტი და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი

ინოვაციური ტექნოლოგიები გვთავაზობენ ახალი ფორმატის ვიზუალურ კონტენტს, როგორიცაა მაგალითად ლაივ ვიდეოები.

2020 წელი ეს არის პერიოდი, რომელშიც ახალი ტიპის ვიზუალური კონტენტი უფრო მყარად იქნება გამოყენებული ბაზარზე.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალურ მარკეტინგს ყველაზე მეტად შეუძლია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდება, მათ შორის ბრენდირების მიზნების მიღწევა და გაყიდვების მომატების უზრუნველყოფა, აღნიშნულის უფრო ეფექტურად განხორციელება შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ლაივ ვიდეოები, ვირტუალური რელობა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

მოგეწონათ სტატია? გაიგეთ მეტი ციფრული მარკეტინგის შესახებ MediaHub-ის ბლოგზე.

გაქვთ შეკითხვა?