კატალოგის დიზაინის დამზადება

ბევრი ბიზნესისთვის ეფექტური კატალოგის დამზადება შესაძლოა ბიზნეს საქმიანობის წარმატების ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად გამოდგეს.

კატალოგის დამზადებათქვენ ვერაფერს გაყიდით, თუ სათქმელი არაფერი გაქვთ.

მიეცით თქვენს მომხმარებლებს კომპანიის უკეთესად გაცნობის საშუალება.

შეეცადეთ დაანახოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქტი რომელისაც ყიდით.

კატალოგის დიზაინი

კატალოგის დიზაინი იქმნება გრაფიკული ფორმით, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პრეზენტაციის ფორმით, ასევე ბეჭდური სახით.

დიზაინერებისთვის, კატალოგზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტს, ფოტოებსა და ფერებს შორის ჰარმონიის შექმნა და შენარჩუნებაა.

კატალოგის დიზაინი მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა შეიქმნას, რადგან კატალოგი აღწერს და წარმოაჩენს თქვენი პროდუქტებისა და სერვისების ძირითად ხაზს.

კატალოგის ფორმა

არ არსებობს სტანდარტული ფორმატი, რომლის მიხედვითაც კატალოგის დიზაინი უნდა შეიქმნას. შესაბამისად, ჩვენი ყოველი კლიენტისთვის დიზაინს მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით.

ამის მიუხედავად, აუცილებელია გარკვეული თანმიმდევრობის შენარჩუნება.

კატალოგის დასაწყისში ჩვენ ყოველთვის ვათავსებთ კომპანიის მოკლე ისტორიას, რასაც უშუალოდ საქმნიანობის აღწერა ან პორტფოლიო მოჰყვება.

ჩვენი გუნდის გამოცდილება და კრეატიულობა დაგეხმარებათ შექმნათ კატალოგი, რომელიც არამხოლოდ პოტენციური მომხმარებლის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ გაუმარტივებთ მათ თქვენს შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

შეუკვეთეთ კატალოგის დიზაინი

როგორც ზემოთ ვთქვით კატალოგის მთავარი ფუნქცია თქვენი პროდუქციის წარმოჩენაა, თუმცა მას სხვა დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს.

კატალოგს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს თქვენს კლიენტს კონკრეტული აქციის ან შეთავაზების შესახებ. ასევე, კატალოგის დიზაინი და მისი სტრუქტურა არაპირდაპირი გზით აღწერენ თქვენი მუშაობის სტილსა და კომპანიის ღირებულებებს.

ამიტომ, მომხმარებლების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, რომ კატალოგი მაღალი ხარისხის და ეფექტური დიზაინის იყოს.

ნუ ეცდებით თვითონ შექმნათ კატალოგის ბეჭდური ან ელექტრონული ვერსია, თუ აქამდე გრაფიკული დიზაინის გამოცდილება არ გქონიათ. ანდეთ ეს საქმე პროფესიონალებს.

გაქვთ შეკითხვა?