FB რეკლამა – რა ღირს ?

FB რეკლამა ფასირა ღირს FB რეკლამა, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფეისბუქზე რეკლამირება? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ მოცემულ სტატიაში.

რატომ არის ეს საკითხი აქტუალური?

საქართველოში, ციფრული მარკეტინგის წამყვანი მიმართულებაა სოციალური მედია, მათ შორის ყველაზე პოპულარული პლატფორმებია ფეისბუქი, ინსტაგრამი და Youtube.

სულ უფრო მეტი ბიზნესი ცდილობს განახორციელოს ეფექტური რეკლამა და გააცნოს საკუთარი თავი მომხმარებელს.

რა ფინანსებთან არის დაკავშირებული Fb რეკლამა?

არსებობს ორი ძირითადი ხარჯი, ეს არის ფეისბუქის მართვის ღირებულება და რეკლამირების ხარჯი.

ფეისბუქის მართვის ღირებულება

ეს არის ანაზღაურება, რომელსაც უხდით კომპანიას, რათა მან გაგიწიოთ ფეისბუქის მართვის მომსახურება. მომსახურების ღირებულება, როგორც წესი იწყება 280 ლარიდან, გააჩნია რა მოცულობის და ინტენსიურობის პაკეტის აირჩევთ.

მომსახურება მოიცავს, ისეთ ელემენტებს, როგორიცაა:

  • ფეისბუქ გვერდის ოპტიმიზაცია და ბრენდირება;
  • ფეისბუქ პოსტების დიზაინის შექმნა;
  • ტექსტების გამართვა;
  • რეკლამირების მართვა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;

რეკლამის ხარჯი 

ეს არის თანხა, რომელსაც უხდით ფეისბუქს, თქვენი საბანკო ბარათიდან, რათა რეკლამა მიუვიდეს, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს.

ყოველთვიური სარეკლამო ხარჯი ნებისმიერი ოდენობით შეიძლება განისაზღვროს, თუმცა კონკრეტული შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია მინიმუმ 50-60 დოლარის დახარჯვა, ეს რიცხვი განსხვავდება პროდუქციის და მომსახურების მიხედვით.

რაც უფრო დიდი ბიუჯეტი გაქვთ, მით უფრო კარგი შედეგი დგება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევთ დამკვეთებს, გამოყონ მინიმუმ 100 $.

 

 

 

 

 

 

 

Close Menu