სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესისთვის ძალიან მნივნელოვანი ხელსაწყოა გაყიდვების ზრდისა და ბრენდირებისთვის.

კომპანია MediaHUB გთავაზობთ სოციალური მედია მარკეტინგის მომსახურების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს საქართველოში პოპულარულ პლატფორმებზე თქვენი გვერდების მართვასა და რეკლამირებას.

ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინკედინი და იუთუბი ეს არის ის ძირითადი პლატფორმები, სადაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები გელიან.

დაგვიკავშირდით (577 681 691) დღესვე და მიიღეთ ეფექტური მარკეტინგული მომსახურება.

სოციალური მედიის მართვა მოიცავს:

  • სოციალური მედიის გვერდის ბრენდირებას;
  • პოსტების შექმნასა და განთავსებას;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციას;
  • თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ათვისებასა და დანერგვას;
  • რეკლამირებას – მათ შორის ვირუსული კამპანიები, აქციები, კონკურსები, ივენთები და სხვა.

სოციალური მედია მარკეტინგი

რატომ სოციალური მედია ?

იყო დრო,  სოციალური მედია მარკეტინგი არ აღიქმეოდა სერიოზულ მარკეტინგულ საშუალებად ბიზნესისთვის.

ამჟამად , ყველაზე უფრო დიდი სკეპტიკოსიც კი დათანხმდება, რომ სოციალური მედია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, გაყიდვების ზრდისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისთვის.

დედამიწის მოსახლეობის ნახევარს გააჩნია მინიმუმ ერთი სოციალური მედია პროფილი, მათგან 2.5 მილიარდი აქტიურად იყენებს მას.

ამიტომაც, პოპულარული სოციალური მედია პლატფორმები გადაიქცნენ მარკეტინგულ გიგანტებად, რომლებიც სთავაზობენ ბიზნეს ულტრა თანამედროვე მარკეტინგულ ხელსაწყოებს, მათგან გამოსარჩევია რემარკეტინგი და მიზნობრივი რეკლამირება.

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედია აღარ არის არჩევითი საკითხი ბიზნესისთვის, რადგან თუ ცალკეული ორგანიზაციები არ არიან სოციალურ მედიაში, მისი კონკურენტები აუცილებლად იქნებიან, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ბაზრიდან ასეთი კომპანიების გაქრობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

გარდა ამისა, კონკურენცია იმ კუთხითაც არსებობს, ვის უფრო მრავალფეროვანი, სრულყოფილი და საინტერესო სოციალური მედია გვერდები გააჩნია.

მაინც რა სარგებელი მოაქვს სოციალურ მედიას ბიზნესისთვის?

1.მიზნობრივი რეკლამა

რეკლამა სოციალურ მედიაში არის ყველაზე ეფექტური საშუალება, ნაკლები დანახარჯებით შეძლოთ მაქსიმალური სარეკლამო შედეგების მიღება.

სოციალური მედია პლატფორმები საშუალებას იძლევიან მაქსიმალურად მიზნობრივი იყოს თქვენი რეკლამა, რაც ნიშნავს, იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ადგილმდებარეობის, ინტერესების, სქესის, ასაკის და სხვა ფაქტორების მიხედვით განახორციელოთ სარეკლამო საქმიანობა.

რაც უნიკალური საშუალებაა, ტრადიციულ რეკლამასთან შედარებით, რომელიც ყველას მიმართ ხორციელდება, მიუხედავად მათი ინტერესებისა.

2.გაყიდვების ზრდა

მიზნობრივი რეკლამა საშუალებას იძლევა გაზარდოთ გაყიდვები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც სოციალურმა მედიამ შეიძლება ბიზნეს მოუტანოს – გაყიდვების ზრდა.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჩვენ კლიენტს, მიუხედავად მათი საქმიანობის სფეროსი, გაეზარდათ გაყიდვები.

გაყიდვების ზრდის მოცულობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • სარეკლამო ბიუჯეტის ოდენობა;
  • კლიენტის ჩარევა – რამდენად ერევა კლიენტი სოციალური მედიის მართვასა და რეკლამაში. რაც უფრო ნაკლებად ერევა, მით უფრო დიდია შედეგი.
  • პროდუქტის ტიპი – რამდენად აინტერესბს მასობრივ მომხმარებელს პროდუქტი. მაგალითად, ფეისბუქში საბავშვო პროდუქცია უფრო მარტივად იყიდება, ვიდრე საგზაო ინვენტარი.

3.ბრენდირება

სოციალური მედია კომუნიკაციის საუკეთესო არხია, კერძოდ იგი საშუალებას გაძლევთ ყველაზე უფრო ეფექტურად მოახდინოთ მომხმარებელთან ინტერაქცია.

საინტერესო პოსტები, ბრენდირებული დიზაინი და დიდი ყურადღება,  ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.

ამდენად, სოციალური მედიის დახმარებით თქვენ გაზრდით თქვენი ბიზნესის ცნობადობას და პრესტიჟს, რაც გრძელვადიანი გაყიდვების სტრატეგიის აუცილებელი ელემენტია.

4.კლიენტების უკეთ გაცნობა

სოციალური მედია იძლევა კლიენტებისა და მათი ქცევის შესახებ უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მარტივად მიღების საშუალებას.

ყოველდღიურად მილიონობით კომენტარი, პოსტი და ემოცია ვლინდება სოციალურ მედიაში, ამ ქმედებათა უკან უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დგას, რომლებიც შემდგომში გამოიყენება თქვენი სარეკლამო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის.

დაინტერესდით?

სოციალური მედია არის ბენეფიტებით სავსე ხურჯინი, რომლის გასაღებიც გვაქვს ჩვენ. დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი, მინიმალური დანახარჯებით.

 



 

გაქვთ შეკითხვა?