ციფრული მარკეტინგი 2024 წელს

ციფრული მარკეტინგი ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მაქსიმალურად მეტ ადამიანს მიაწოდოს საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.

ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით დასავლური ქვეყნების ორგანიზაციები, თავიანთი სარეკლამო ბიუჯეტის 53%-ზე მეტს, ციფრულ მარკეტინგში ხარჯავენ, აღნიშნული ტენდენცია მზარდია.

შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წელიწადში, ციფრული მარკეტინგი თითქმის სრულიად ჩაანაცვლებს ტრადიციულ სატელევიზიო / რადიო მარკეტინგს.

რატომ დიჯითალ მარკეტინგი? 

შეგვიძლია კონკრეტული არგუმენტები მოკლედ და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ:

  • იაფია – გაცილებით მცირე თანხებით შეგიძლიათ თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია მაქსიმალურად დაინტერესებულ პირებს.
  • შედეგიანია – ხარჯებსა და შედეგებს შორის პროპორცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგული აქტივობის შედეგად, ხოლო ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მუდმივი მონიტორინგი განახორციელოთ გამოხმაურებისა და გაყიდვების პროცესზე.
  • გაყენებთ უპირატეს მდგომარეობაში – განსაკუთრებით იმ კონკურენტებთან, რომლებიც არ იყენებენ დიჯითალ მარკეტინგს და ერთგული რჩებიან ბუკლეტების, რადიოსა და სხვა მარკეტინგული ხელსაწყოების მიმართ.
  • მრავალწახნაგოვანია – ონლაინ მარკეტინგი მოიცავს მრავალ სხვადასხვა მიმართულებას, თქვენ საშუალება გაქვთ გამოიყენოთ რომელიმე კონკრეტულად ან რამდენიმე ერთად, თქვენი მიზნებისა და საჭიროებების მიხედვით.
  • მუდმივად ვითარდება – შესაძლოა ყოველწლიურადაც, ინტერნეტ მარკეტინგს ემატება ახალი საშუალებები და მიმართულებები, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო მრავალმხრივი და კომპლექსური გახადოთ თქვენი მარკეტინგული აქტივობა.

 

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის პაკეტები:

კომპანია MediaHUB-ის ძირითადი მიმართულება სწორედ ციფრული მარკეტინგია, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული ციფრული მარკეტინგის პაკეტები.

ჩვენი პაკეტები შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

  • Facebook გვერდის მართვა;
  • Instagram მარკეტინგი;
  • რეკლამა გუგლში;
  • SEO ოპტიმიზაცია;
  • Email მარკეტინგი;
  • საიტის დამზადება/მართვა.

რა ღირს ციფრული მარკეტინგი?

ხშირად ისმის შეკითხვა – რა ღირს დიჯითალ მარკეტინგი? ეს არის ძალიან ზოგადი შეკითხვა, რაზეც მხოლოდ საორიენტაციო პასუხი შეიძლება გაეცეს.

ციფრული მარკეტინგის ღირებულება დამოკიდებულია ორგანიზაციის ზომაზე, საქმიანობის შინაარსზე, მიზნობრივ მომხმარებელზე, პროდუქციისა და სერვისის სპეციფიკაზე და სხვა.

საშუალოდ, ეს არის შემოსავლების 8-10%, რაც მოიცავს სრულ მარკეტინგულ ხარჯებს, თუმცა შეიძლება იყოს ნაკლები ან მეტიც.

მთავარი პრინციპი – არ დაზოგოთ დრო და რესურსები მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში.

რაც უფრო ეფექტური და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგია გაქვთ, მით უფრო ნაკლები გექნებათ ხარჯები, ხოლო შედეგი საუკეთესო.

ეძებთ ციფრული მარკეტინგის სააგენტოს?

ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ თქვენი საჭიროება და ბიუჯეტი, რის საფუძველეც გამოგიგზავნით თქვენ ბიზნესზე მორგებულ ინდივიდუალურ პაკეტს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ – 598 21 44 00 ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე – info@mediahub.ge

ასევე დაგაინტერესებთ – მარკეტინგული კურსები ციფრულ მარკეტინგში.

გაეცანით ასევე: როგორ შევადგინოთ მარკეტინგული გეგმა?

გაქვთ შეკითხვა?