მეილების დაგზავნა - Email მარკეტინგი

მეილების დაგზავნა

მეილების დაგზავნა საკმაოდ ეფექტური მარკეტინგული საშუალებაა ბიზნესისთვის, რაც განპირობებულია მეილების როლით ბიზნესში.

Email მარკეტინგი საკმაოდ აქტუალურია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც.

მეილების გარეშე თანამედროვე ბიზნეს საქმიანობა წარმოუდგენელია, ყველა მენეჯერი იყენებს მეილებს – აგზავნის და ღებულობს არაერთ მეილს ყოველდღიურად.

Email მარკეტინგი არ არის მხოლოდ მეილის დაგზავნა, იგი მოიცავს სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსაც, რომელთა ერთობლიობა განაპირობებს ეფექტური შედეგის მიღების შესაძლებლობას.

რა ელემენტებისგან შედგება Email მარკეტინგი?

იმეილ მარკეტინგიკომპანია Mediahub გთავაზობთ Email მარკეტინგის მომსახურებას, რაც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  1. მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით, მეილების ბაზების განსაზღვრა;
  2. სარეკლამო დიზაინის შექმნა;
  3. მეილების დაგზავნის ორგანიზება;
  4. მიღებული შედეგების ანალიზი და რეპორტის წარმოდგენა.

რატომ იმეილ მარკეტინგი?

  • იმეილ მარკეტინგი იაფია 
  • B2B შეთავაზებისთვის საუკეთესო პლატფორმაა
  • გააჩნია ყველაზე დიდი უკუგება ინვესტიციაზე
  • მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია ეფექტური მარკეტინგული აქტივობის განხორციელება.

მეილის ბაზები

წარმატებული Email მარკეტინგის საფუძველია სწორი და ეფექტური მეილის ბაზის განსაზღვრაა.

ხშირად ეშლებათ და აქცენტს რაოდენობაზე აკეთებენ.

შესაძლოა მილიონობით მეილი დააგზავნოთ, თუმცა თუ მეილის ბაზა არასწორად გაქვთ შერჩეული, შედეგი საერთოდ არ დადგება.

ხოლო, მეორე მხრივ შესაძლოა სწორი აუდიტორიის მიხედვით შერჩეული 1000-იანი ბაზა გქონდეთ და ესეც კი საკმარისი იყოს სწორი იმეილ მარკეტინგის განსახორციელებლად.

როგორ შევადგინო მეილის ბაზები?

ყველაზე ეფექტური საშუალებაა თქვენი ნიშის მიხედვით ინტერნეტში მოიძიოთ მეილები ან უკვე არსებული მომხმარებლის მეილები გამოიყენოთ, თუმცა ამისთვის დიდი დრო და ნერვები არის საჭირო.

მეორე მხრივ, შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გამზადებული ბაზები, სანდო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა Mediashop ან BIA.

გსურთ იმეილ მარკეტინგის სერვისი?

დაგვიკავშირდით დღესვე – 598 21 44 00 ან მოგვწერეთ info@mediahub.ge

მსგავსი სტატიები:

Facebook-ის მართვა

სეო ოპტიმიზაცია

გაქვთ შეკითხვა?