როგორ ვმუშაობთ
ჩვენი მუშაობის პროცესი მარტივი და ეფექტურია

სოციალური მედიის მართვა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარკეტინგული სერვისია საქართველოში.
სოციალური მედიის ასეთი პოპულარულობა განპირობებულია მისი შესაძლებლობებით – რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, მიიღოთ მაქსიმალური შედეგი.
ხშირად, კომპანიები თავად ცდილობენ მართონ სოციალური მედია გვერდები, თუმცა დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, მარკეტინგული აუთსორსინგი არის ყველაზე ეფექტური საშუალება, მიიღოთ სოციალური მედიის პროფესიონალურად მართვის სერვისი.
სოც. ქსელების მართვა მოიცავს შედეგ კომპონენტებს:
სოციალური მედია მარკეტინგში მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა.
მაგალითად: სტრატეგია, რომელიც სამშენებლო სფეროშია არის ეფექტური, შეიძლება არ იყოს მომგებიანი ტურისტული ბიზნესისთვის.
ქვემოთ იხილეთ რამდენიმე ჩვენი დამკვეთი:
სამშენებლო კომპანია – Batumi Gold
სამშენებლო კომპანია Probuilder
ჩვენი მუშაობის პროცესი მარტივი და ეფექტურია
სოც მედიის მართვა იწყება სტრატეგიის შემუშავებით.
ჩვენი სპეციალისტები შეისწავლიან თქვენს სოც მედია გვერდებს, ასევე ჩავატარებთ კვლევას, თქვენი პროდუქტის & მომსახურებისა და კონკურენციის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შევიმუშავებთ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
სოც მედია სტრატეგია დაგვეხმარება შევქმნათ ეფექტური სარეკლამო კონტენტი და განვახორციელოთ მიზნობრივი რეკლამირება.
სოც მედია კონტენტის შედგენა გულისხმობს განსხვავებული ფორმატისა და ტიპის სარეკლამო პოსტების გაკეთებას.
კონტენტი მოიცავს, როგორც ფოტო-ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური ნაწილს.
რეკლამა სოციალურ მედიაში დაგეხმარებათ თქვენი სარეკლამო კონტენტი მიაწვდინოთ მიზნობრივ აუდიტორიას – იმათ ვისაც ყველაზე უფრო მეტად აინტერესბს თქვენი პროდუქტი ან/და მომსახურება.
მხოლოდ რეკლამის გაშვება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია გვერდის აქტივობის მონიტორინგი და შეფასება.
რეპორტინგის მიზანია, თვიურ პერიოდში მიღებული შედეგების მარტივ და გასაგებ ენაზე დამკვეთისთვის წარმოდგენა.
რის საფუძველზეც დამკვეთს საშუალება აქვს გაეცნოს მიმდინარე პროცესებს, მიღებულ შედეგებს და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი აქტივობის შესახებ.
დაგვიკავშირდით 598 21 44 00 დღესვე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი მომსახურების შესახებ.
მილიარდობით ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გასაცვლელად, საკუთარი მოსაზრებების გასაზიარებლად ან უბრალოდ გართობისთვის.
მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, განახორციელოს უფრო ეფექტური მარკეტინგული აქტივობა, ნაკლები დანახარჯებით.
ამდენად, სოციალური გვერდების მართვა ეხმარება ბიზნესს გაზარდოს მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხი, ისე, რომ დაზოგოს ორი მთავარი რესურსი: დრო და ფინანსები
რომელი სოციალური მედიის გვერდების მართვა არის განსაკუთრებით მომგებიანი საქართველოში?
ფეისბუქის მართვა – ეს არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომელზეც დარეგისტრირებულია საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა, ნებისმიერი ასაკის, ინტერესისა თუ სფეროს წარმომადგენელი.
ამიტომაც, ფეისბუქ რეკლამა წარმოადგენს ყველაზე იაფ და გავრცელებულ საშუალებას ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.
ინსტაგრამის მართვა – თუ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაშინ ინსტაგრამი შეიძლება იყოს საკმაოდ ეფექტური პლატფორმა თქვენი მარკეტინგული აქტივობისთვის.
ლინქედინის მართვა – ძირითადად გამოიყენება, როგორც დამატებითი პლატფორმა, საქმიანი ტიპის კონტენტის გასათავსებლად.
Youtube & ტიკ-ტოკი – საკმაოდ პოპულარული პლატფორმებია საქართველოში, რომლებსაც გასართობად იყენებენ ქართველი მომხმარებლები. სწორი მარკეტინგული სტრატეგიის მეშვეობით შესაძლებელია გარკვეული შედეგების მიღება.
სოციალური მედიის მენეჯმენტის მთავარი იარაღია – რეკლამა სოციალურ ქსელებში.
რეკლამა სოციალურ მედიაში გულისხმობს შესაძლებლობას, მიაწოდოთ თქვენი შეთავაზება სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ თქვენი მომსახურებით.
მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ სქესი, ასაკი, ადგილმდებარეობა, ინტერესები და სხვა კრიტერიუმები, რითაც ხასიათდება თქვენი პოტენციური მომხმარებელი.
რეკლამა სწორედ იმ ადამიანებს მიუვათ, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენ მიერ მითითებულ კრიტერიუმებს.
სოც ქსელების მართვის ღირებულება ორ ნაწილად იყოფა:
1.სარეკლამო ბიუჯეტი – რეკლამის თანხა, რომელსაც უხდით პლატფორმას, სადაც ხორციელდება რეკლამა.
სარეკლამო ბიუჯეტი დამოკიდებულია თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაზე: პლატფორმაზე, საქმიანობის სფეროზე, პოსტების რაოდენობაზე, მიზნებსა და აქტივობაზე.
ყველაზე მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტი 200-300$ უნდა გაითვალისწინოთ.
2.სოციალური გვერდის მართვის მომსახურების ღირებულება – თანხა რასაც უხდით მომსახურე ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს, თქვენი გვერდის მართვისთვის, რაც მოიცავს:
მომსახურების ღირებულების ფარგლები მერყეობს 500 ლარიდან 3000 ლარამდე, დამოკიდებულია მომსახურების შინაარსზე და მის მოცულობაზე.
გსურთ მიიღოთ შედეგზე ორიენტირებული მომსახურება თქვენი სოციალური მედიის მართვა განხორციელდეს პროფესიონალურად?
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგე რას გთავაზობთ Mediahub-ი.
598 21 44 00
info@mediahub.ge
All Rights Reserved © MediaHub