მარკეტინგის აუთსორსინგი – ბიზნეს პაკეტები
მარკეტინგის აუთსორსინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა მიიღოთ პროფესიონალური მარკეტინგული მომსახურება, მინიმალური ხარჯებით.
კომპანია MediaHUB გთავაზობთ მარკეტინგულ აუთსორსინგს, სამი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით:
საიტი & აპლიკაციები
საიტის დამზადება არის პირველი ნაბიჯი, ციფრული მარკეტინგში წარმატების მისაღწევად, რაც შეეხება აპლიკაციებს, მათი როლი სულ უფრო იზრდება ბიზნესისთვის, მობილური სივრცის განვითარების კვალდაკვალ.
მნიშვნელოვანია თქვენი საიტი და აპლიკაცია იყოს მაქსიმალურად მორგებული მომხმარებელზე, როგორც დიზაინის, ისე კონტენტის მხრივ.
ფეისბუქი & ინსტაგრამი
ფეისბუქი & ინსტაგრამი ბიზნეს საშუალებას აძლევს მოიზიდოს პოტენციური მომხმარებელი, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.
წარმატების მისაღწევად ფეისბუქსა და ინსტაგრამში, აუცილებელია თქვენი გვერდი იყოს ბრენდირებული, ხოლო სარეკლამო პოსტები გამართული, როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად.
საძიებო სისტემები
საძიებო სისტემები დიდი სარეკლამო პოტენციალის მატარებელია, მათ შორის საქართველოში, სადაც ინტერნეტ ძიების 95% გუგლში ხორციელდება.
იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი გუგლში გამოჩნდეს, საჭიროა გუგლში რეკლამირება ან სეო ოპტიმიზაცია.
SEO საშუალებას იძლევა სრულიად უფასოდ მიიღოთ პოტენციური კლიენტები საძიებო სისტემებიდან, თუმცა ამისთვის საჭიროა საიტის ოპტიმიზაცია მაქსიმალურად ეფექტურად ხორციელდებოდეს.
სანამ სეოს მეშვეობით მიაღწევთ საწადელს, გუგლში რეკლამირება საშუალებას მოგცემთ თქვენი საიტი გამოაჩინოთ საძიებო სისტემაში.
მარკეტინგის აუთსორსინგის უპირატესობები:
- ნაკლები ფინანსური ხარჯები;
- დროის რესურსის უკეთესად გამოყენება;
- შრომის ურთიერთობის თავიდან არიდება;
- მეტი შედეგი, ეფექტური მარკეტინგული საქმიანობის შედეგად.
დაგვიკავშირდით დღესვე, ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებები და შევქმნათ ინდივიდუალური პაკეტები თქვენთვის!