სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარკეტინგული სერვისია საქართველოში.

სოციალური მედიის ასეთი პოპულარულობა განპირობებულია მისი შესაძლებლობებით – რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, მიიღოთ მაქსიმალური შედეგი.

ხშირად, კომპანიები თავად ცდილობენ მართონ სოციალური მედია გვერდები, თუმცა დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, მარკეტინგული აუთსორსინგი არის ყველაზე ეფექტური საშუალება, მიიღოთ სოციალური მედიის პროფესიონალურად მართვის სერვისი.

სოციალური მედიის მართვა

რას გულისხმობს სოციალური მედია მენეჯმენტი?

სოც. ქსელების მართვა მოიცავს შედეგ კომპონენტებს:

  • გვერდის შექმნა სოციალურ მედია პლატფორმაზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინქედინი და სხვა);
  • გვერდის ბრენდირება (ქოვერი / პროფილის ფოტოს დიზანის შექმნა)
  • სარეკლამო სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  •  კონტენტის შექმნა და სარეკლამო კამპანიების გაშვება;
  • სარეკლამო კამპანიების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა ეფექტური კომუნიკაცია;
  • თვიური რეპორტინგი შედეგების შესახებ.
 

სოციალური მედია მარკეტინგში მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა.

მაგალითად: სტრატეგია, რომელიც სამშენებლო სფეროშია არის ეფექტური, შეიძლება არ იყოს მომგებიანი ტურისტული ბიზნესისთვის.

ქვემოთ იხილეთ რამდენიმე გვერდი, რომლებსაც ვმართავთ:

რატომ სოციალური ქსელების მართვა?

მილიარდობით ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გასაცვლელად, საკუთარი მოსაზრებების გასაზიარებლად ან უბრალოდ გართობისთვის.

მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, განახორციელოს უფრო ეფექტური მარკეტინგული აქტივობა, ნაკლები დანახარჯებით.

ამდენად, სოციალური გვერდების მართვა ეხმარება ბიზნესს გაზარდოს მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხი, ისე, რომ დაზოგოს ორი მთავარი რესურსი: დრო და ფინანსები

რომელი სოციალური გვერდების მართვა არის ეფექტური?

რომელი სოციალური მედიის გვერდების მართვა არის განსაკუთრებით მომგებიანი საქართველოში?

ფეისბუქის მართვა – ეს არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომელზეც დარეგისტრირებულია საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა, ნებისმიერი ასაკის, ინტერესისა თუ სფეროს წარმომადგენელი.

ამიტომაც, ფეისბუქ რეკლამა წარმოადგენს ყველაზე იაფ და გავრცელებულ საშუალებას ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.

ინსტაგრამის მართვა – თუ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაშინ ინსტაგრამი შეიძლება იყოს საკმაოდ ეფექტური პლატფორმა თქვენი მარკეტინგული აქტივობისთვის.

ლინქედინის მართვა – ძირითადად გამოიყენება, როგორც დამატებითი პლატფორმა, საქმიანი ტიპის კონტენტის გასათავსებლად.

Youtube & ტიკ-ტოკი – საკმაოდ პოპულარული პლატფორმებია საქართველოში, რომლებსაც გასართობად იყენებენ ქართველი მომხმარებლები. სწორი მარკეტინგული სტრატეგიის მეშვეობით შესაძლებელია გარკვეული შედეგების მიღება.

რას გულისხმობს რეკლამა სოციალურ მედიაში?

სოციალური მედიის მენეჯმენტის მთავარი იარაღია – რეკლამა სოციალურ ქსელებში.

რეკლამა სოციალურ მედიაში გულისხმობს შესაძლებლობას, მიაწოდოთ თქვენი შეთავაზება სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ თქვენი მომსახურებით.

მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ სქესი, ასაკი, ადგილმდებარეობა, ინტერესები და სხვა კრიტერიუმები, რითაც ხასიათდება თქვენი პოტენციური მომხმარებელი.

რეკლამა სწორედ იმ ადამიანებს მიუვათ, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენ მიერ მითითებულ კრიტერიუმებს.

რა ღირს სოც მედიის მართვა?

სოც ქსელების მართვის ღირებულება ორ ნაწილად იყოფა: 

1.სარეკლამო ბიუჯეტი – რეკლამის თანხა, რომელსაც უხდით პლატფორმას, სადაც ხორციელდება რეკლამა. 

სარეკლამო ბიუჯეტი დამოკიდებულია თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაზე: პლატფორმაზე, საქმიანობის სფეროზე, პოსტების რაოდენობაზე, მიზნებსა და აქტივობაზე.

ყველაზე მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტი 200-300$ უნდა გაითვალისწინოთ.

2.სოციალური გვერდის მართვის მომსახურების ღირებულება – თანხა რასაც უხდით მომსახურე ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს, თქვენი გვერდის მართვისთვის, რაც მოიცავს:

  • სოც მედია სტრატეგიის შექმნას
  • სარეკლამო კონტენტის მომზადებას
  • რეკლამის გაშვებას და მართვას
  • ყოველთვიურ რეპორტინგს 

 

მომსახურების ღირებულების ფარგლები მერყეობს 500 ლარიდან 3000 ლარამდე, დამოკიდებულია მომსახურების შინაარსზე და მის მოცულობაზე.

გსურთ მიიღოთ შედეგზე ორიენტირებული მომსახურება თქვენი სოციალური მედიის მართვა განხორციელდეს პროფესიონალურად?

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგე რას გთავაზობთ Mediahub-ი. 

598 21 44 00

info@mediahub.ge

გაქვთ შეკითხვა?