B2B მარკეტინგი და რეკლამა

b2b მარკეტინგიB2B მარკეტინგი ქართული კომპანიისთვის ძირითადად ასოცირდება ტრადიციულ სარეკლამო აქტივობასთან, როგორიცაა: სატელეფონო ზარები, მეილების დაგზავნა, სატელევიზიო რეკლამა

თუმცა B2B რეკლამა სხვა უფრო ეფექტური საშუალებებით შეიძლება განხორციელდეს.

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ მარკეტინგულ ხელსაწყოებს, რომლებიც თანამედროვე B2B მარკეტინგისთვის არის ყველაზე ეფექტური.

  1. ეფექტური ვებ-საიტი

პოტენციური მყიდველები სერვისებისა და პროდუქციის შესყიდვის გადაწყვეტილებას Google-ში ძიების საფუძველზე უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე გაყიდვების აგენტების მიერ განხორციელებული ზარებისა და მომაბეზრებელი მეილების მიღების საფუძველზე.

აღნიშნული ფაქტი აიხსნება იმით, რომ მომხმარებელს სურს თავად მოძებნოს შესყიდვის ობიექტი, ხოლო ძიების პერიოდში გაეცნოს სხვადასხვა ალტერნატივას და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

ამისთვის, ისინი ეძებენ მათთვის საინტერესო სიტყვებს გუგლში, მათ მიხედვით გადადიან შესაბამის ვებ-საიტებზე და უკავშირდებიან მხოლოდ იმ კომპანიას ან კომპანიებს, რომელთა ვებ-საიტიც მაქსიმალურად სრულყოფილ და დამაჯერებელ ინფორმაციას ან შეთავაზებას დაახვედრებს მათ.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ კონკრეტული დასკვნა – B2B მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო არის ეფექტური საიტის დამზადება.

2.საიტის კონტენტი და დიზაინი

ტექნიკურად გამართული საიტი არაფერს ნიშნავს, თუ მისი დიზაინი არ არის მარტივი და მომხმარებელზე მორგებული, ხოლო კონტენტი საინტერესო და მრავლისმთქმელი.

როგორი უნდა იყოს დიზაინი?

მომხმარებლი მომენტალურად უნდა ხვდებოდეს საიტის ნავიგაციის პრინციპებს, საიტი უნდა იყოს სწრაფი, ხარვეზებისა და ზედმეტი ელემენტების გარეშე, მათ შორის ყველაზე მეტად მომხმარებელს აღიზიანებს გადატვირთული რეკლამები, Pop-up-ები და მუსიკა – არასდროს არ დააყენოთ საიტზე მუსიკა.

როგორი უნდა იყოს კონტენტი?

მარტივად წასაკითი, აღსაქმელი და საინტერესო, ამ სამი პრინციპით შექმნილი კონტენტი განაპირობებს მეტ ინტერესს პოტენციური მომხმარებლის მხრიდან, რაც შემდგომ გაყიდვებში ტრანსფორმირდება.

  1. რეკლამა Google-ში

დავუშვათ თქვენი საიტი არის გამართული ფუნქციურად, ეფექტური დიზაინითა და საინტერესო კონტენტით.

ეს ყველაფერი ავტომატურად არ მოიზიდავს მომხმარებელს, ამისთვის საჭიროა რეკლამა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება არის გუგლში რეკლამირება.

 

გსურთ გაიგოთ მეტი? დაგვიკავშირდით – 598 21 44 00, info@mediahub.ge

ჩვენ გვენდობიან: Finlab, ადვოკატთა ასოციაცია, ბაგი, Mediashop, იხ. სხვა კლიენტები.

გაქვთ შეკითხვა?