საიტების დამზადება საუკეთესო პირობებით!

საიტების დამზადება თანამედროვე ბიზნეს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების წინაპირობაა.

MediaHub გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე საიტის დამზადებასა და მართვას, საუკეთესო პირობებით. (დაგვიკავშირდით 598 21 44 00)

გაეცანით ჩვენ მიერ შექმნილ რამდენიმე საიტს:

ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ დეტალური კონსულტაცია და შემოგთავაზონ თქვენთვის ყველაზე უფრო მისაღები პირობები. 

რა ღირს საიტის დამზადება?

საიტის დამზადების ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ვებ გვერდის სტრუქტურა და დიზაინი, ფუნქციონალი, გვერდების და ენების რაოდენობა.

ბუნებრივია ყველას სურს საიტის დამზადება იაფად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხის ფაქტორი, ვინაიდან ამ ეტაპზე ფინანსების დაზოგვამ, შესაძლოა გამოიწვიოს მოგვიანებით ახალი საიტის ყიდვის საჭიროება.

კომპანია MediaHub-მა შეიმუშავა სხვადასხვა შეთავაზება, რომელთა მთავარი პრინციპია – მისაღები ფასი და მაღალი ხარისხი.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ტიპის საიტებს:

კორპორატიული საიტის დამზადება

საიტების დამზადება

თუ გსურთ გამორჩეული საიტის დამზადება თქვენი კომპანიისთვის, შედარებით იაფად, სტანდარტული კორპორატიული საიტი სწორედ თქვენთვისაა.  (მაგალითად: Dartower, Luknet

კორპორატიული საიტი საინფორმაციო ხასიათისაა, შეიძლება შეიქმნას, როგორც მრავალგვერდიანი, ასევე ერთგვერდიანი ვებ გვერდის სახით.

უპირატესობები:

  • შედარებით იაფი ღირებულება;
  • ყველა ის ძირითადი ელემენტი აქვს, რაც ძვირადღირებულ პრემიუმ ტიპის საიტს;
  • განვითარების შესაძლებლობა;
  • გამოყენების სიმარტივე.

 

კორპორატიული ტიპის საიტის ნიმუშები:

პრემიუმ კლასის  საიტის შექმნა

საიტის დამზადება

პრემიუმ კლასის საიტი ხასიათდება უფრო კომპლექსური დიზაინით, მეტი ფუნქციებითა და შესაძლებლობებით, როგორიცაა პროდუქციის კატალოგი, ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციები, კალკულატორი და სხვა.

უპირატესობები:

  • უფრო მეტი ფუნქციონალი და შესაძლებლობები;
  • სპეციალურად შექმნილი დიზაინი;
  • გამოყენების უფრო ფართო არეალი.

 

პრემიუმ ტიპის საიტის ნიმუშები:

სამშენებლო ვებ საიტის აწყობა

სამშენებლო საიტებიშესაძლებელია, როგორც მარტივი საინფორმაციო სამშენებლო საიტის აწყობა, ასევე უფრო კომპლექსური ფუნქციონალის მქონე – სართულებისა და ბინების მონიშვნის ფუნქციით, გამორჩეული დიზაინითა და საკონტაქტო არხებით, როგორიცაა HBGROUP, NEWHOUSE

სამშენებლო საიტების ფუნქციები:

  • სართულის და ბინების მონიშვნის ფუნქციები;
  • ბრენდირებული დიზაინი;
  • მრავალმხრივი საკონტაქტო ხელსაწყოები.

ტურისტული ვებ გვერდის დამზადება

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულის ტურისტული საიტის დამზადება, დაწყებული მარტივი სავიზიტო საიტიდან, დამთავრებული მულტიფუნქციური გადახდის სისტემისა და ჯავშნების მქონე ტურისტული საიტით.

საიტის შექმნა

ძირითადი ფუნქციები:

  • გადახდის სისტემა;
  • დაჯავშნის სისტემა;
  • რეგისტრაციის ფუნქცია;
  • პროფილი;
  • ტურების ფილტრაცია;

wordpress საიტის დამზადება

wordpress დამზადებასაიტის დამზადება wordpress-ის სისტემაზე საკმაოდ პოპულარულია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

მსოფლიოში, ახალი საიტების 30 %-ზე მეტი სწორედ ვორდპრესის სისტემაზე მზადდება.

სულ უფრო მეტი ქართული საიტის შექმნა სწორედ ვორდპრესის მეშვეობით ხორციელდება.

ვორდპრესის პოპულარობის ძირითადი მიზეზებია:

1. საიტის დამზადების ფასი

საიტების დამზადება ვორდპრესის ძრავზე გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მათი ხელით დაწერის შემთხვევაშია საჭირო, თანაც, ისე, რომ აღნიშნული გავლენას არ ახდენს საიტის ხარისხზე.

2. ხარისხი

ხშირ შემთხვევაში ვორდპრესის მარტივი საიტები, გაცილებით დახვეწილია და ფუნქციური, ვიდრე ხელით აწყობილი, იმავე მოცულობისა და შინაარსის ვებ-გვერდები.

აღნიშნულის მთავარი მიზეზი არის ვორდპრესის სისტემის კონცეფცია. საიტი იქმნება მზა ძრავისა და თემფლეითის მეშვეობით, რომლებიც პროფესიონალების მიერ არის შექმნილი და კარგად გატესტილი.

3. საიტის მართვა და განვითარება

საიტის მართვა და განვითარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მანამ, სანამ საიტის შექმნაზე დაიწყებთ მუშაობას.

ვორდპრესის საიტის მართვა ყველა პროგრამისტს შეუძლია, ვისაც ამ სისტემის შესახებ ცოდნა აქვს, განსხვავებით ხელით აწყობილი საიტებისგან, რომლებიც შესაძლოა ვერ მართოს სხვა ნებისმიერმა პროგრამისტმა ან საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სერვისი გაცილებით ძვირი დაჯდეს.

საიტების დამზადების პროცედურა

ვებ გვერდის დამზადების ხელშეკრულებაპირველი ეტაპი – ფორმდება ვებ გვერდის დამზადების ხელშეკრულება, ყველა შეთანხმებული პირობის მიხედვით, ამ ეტაპზე ხდება საავანსო ანგარიშსწორება.

მეორე ეტაპი – საიტი მზადდება, ხელშეკრულებაში განსაზღვრული გეგმის და ეტაპების მიხედვით. 

მესამე ეტაპი – დამკვეთი იბარებს საიტს და ახორციელებს საბოლოო ანგარიშსწორებას.

 

დამატებითი სერვისები:

გაქვთ შეკითხვა?