ანიმაციის შექმნა - ვიდეო რგოლის დამზადება

ანიმაციის დამზადება ბევრი ბიზნესისთვის არის პრიორიტეტული მიმართულება.

ვიდეო რეკლამა ერთ-ერთი ეფექტური ხელსაწყოა თანამედროვე ციფრულ მარკეტინგში. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი ამ მიმართულებით არის ანიმაციური ვიდეო რგოლის დამზადება.

კომპანია მედიაჰაბს დიდი გამოცდილება გააჩნია ანიმაციის დამზადების კუთხით, სანიმუშოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამუშევარს:

რა ელემენტებისგან შედგება ანიმაციური ვიდეო რგოლი?

დიზაინი – ვიდეო რგოლის აწყობა ხორციელდება წინასწარ დამზადებული დიზაინების მიხედვით, რომლებიც მზადდება ჩვენი პროფესიონალი დიზაინერების მიერ და თანხმდება დამკვეთთან.

გახმოვანება – ვიდეო რგოლს შეიძლება დაედოს გახმოვანება ან მუსიკა, დაკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. გახმოვანება ხორციელდება ჩვენი სპეციალისტების მიერ ან დამკვეთის შერჩევით მსახიობების მიერ.

ანიმაციური ვიდეოს აწყობა – გახმოვანებასა და დიზაინებზე შეთანხმების შემდგომ ხორციელდება უშუალოდ სარეკლამო ვიდეო რგოლის მონტაჟი.

სხვა ელემენტები – დამკვეთის მოთხოვნით, ვიდეო რგოლს შესაძლოა დაემატოს ტიტრები, ასევე ფოტო-ვიდეო ჩანართები.

ანიმაციური ვიდეო რგოლის დამზადებასთან ერთად, ჩვენ ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლის გაპიარება, Facebook-ის ან Youtube-ის არხების მეშვეობით.

ანიმაციური ვიდეო რგოლის ტიპები & ფასები

წარმოგიდგენთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტიპის ანიმაციურ ვიდეო რგოლებს:

1. აღწერილობითი ვიდეო ანიმაცია – ეს არის 2D ანიმაცია, რომლის მთავარი მიზანია რაიმე პროგრამის, პროდუქტის ან მოვლენის მუშაობის პრინციპების აღწერა, გასაგებ და მარტივ ენაზე.

საშუალო ხანგრძლივობა: ასეთი ვიდეო რგოლის საშუალო ხანგრძლივობაა 1 – 1.30 წუთი

ანიმაციის დამზადების საშუალო ღირებულება: 900-1600 ლარის ფარგლებში.

გახმოვანება: 300-400 ლარი, დამოკიდებულია მსახიობზე.

2. სიტუაციური ანიმაცია – ეს არის 2D ან 3D ანიმაცია, რომელიც წარუდგენს აუდიტორიას კონკრეტულ სიტუაციას, პრობლემას, უყვება ამბავს.

საშუალო ხანგრძლივობა: ასეთი ვიდეო რგოლის საშუალო ხანგრძლივობაა 2-3 წუთი

ანიმაციის დამზადების საშუალო ღირებულება:  2000-8000 ლარი, ზუსტი ფასი დამოკიდებულია ვიდეო რგოლის ტიპზე და სამუშაოს მოცულობაზე.

გახმოვანება: 500-600 ლარი, დამოკიდებულია მსახიობზე.

3.კომბინირებული ვიდეო რგოლები – ეს არის რეალური ვიდეო კადრებისა და ანიმაციური კომპონენტების კომბინაცია, რომლებიც ეფექტურად ერწყმის ერთმანეთში და ქმნის წინასწარ განსაზღვრული სცენარის მქონე ვიდეო რგოლს.

საშუალო ხანგრძლივობა: ასეთი ვიდეო რგოლის მინიმალური ხანგრძლივობაა 45 წამი.

ანიმაციის დამზადების საშუალო ღირებულება იწყება 1500 ლარიდან.

გახმოვანება: 400 ლარიდან, დამოკიდებულია ხანგრძლივობაზე.

 

 

გსურთ გაიგოთ მეტი?  598 21 44 00 დავიკავშირდით ან მოგვწერეთ info@mediahub.ge

გაქვთ შეკითხვა?