ინტერნეტ მაღაზიის დამზადება საუკეთესო პირობებით

ინტერნერტ მაღაზიის დამზადებაციფრული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ინტერნეტ მაღაზიის დამზადება, ისეთივე აქტუალური ხდება ნებისმიერი ბიზნესისთვის, როგორც ფიზიკურად მაღაზიის ფართის ოპერირება.

საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული ხდება ონლაინ ვაჭრობა, ყოველდღიურად იხსნება ახალი ონლაინ შოპები, თუმცა მათგან უმეტესობა წყვეტს ფუნქციონირებას 2 წლის განმავლობაში და მხოლოდ 5-10% ხდება წარმატებული.

რითი განსხვავდება ინტერნეტ ვაჭრობა?

ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციონირების პრინციპები იგივეა, თუმცა სივრცული მოწყობა და თამაშის წესები განსხვავდება ჩვეულებრივი მაღაზიისგან.

ამოსავალი წერტილი კი კვლავ – მომხმარებელია.

თუ მაღაზიაში მომხმარებელს იზიდავს ლამაზად შეფუთული გარე ბანერი, მოწესრიგებული და მიმზიდველი ექსტერიერი, ონლაინ შოპს სჭირდება ეფექტური დიზაინის მქონე ვებ-საიტის დამზადება და პროფესიონალურად მართული სოციალური მედია მარკეტინგი.

მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს უნდა დახვდეს გარემონტებული, კეთილმოწყობილი და ორგანიზებული სივრცეები და სათავსოები. ონლაინ მაღაზიაში კი თქვენ დაგჭირდებათ, მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალი და დიზაინი, მარტივად გამოყენებადი საძიებო და ფილტრაციის საშუალებები.

მაღაზიაში გაყიდვების განხორციეებისთვის კარგი კონსულტანტებია საჭირო, ონლაინ შოპში კი მნიშვნელოვანია საიტის სისწრაფე, კომუნიკაციების არხების მრავალფერონვება და უკუკავშირის ეფექტურობა.

ინტერნერტ მაღაზიაში არ გექნებათ რიგის პრობლემა, თუმცა წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გქონდეთ მრავალფეროვანი გადახდის საშუალებები, გადახდის პროცესი იყოს მარტივი, ტექნიკური პრობლემების გარეშე. გახსოვდეთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლის 70% აღარ შემოვა თქვენ საიტზე, თუ ისინი ვერ შეძლებენ ანგარიშსწორებას, საიტზე არსებული ტექნიკური პრობლემის გამო.

რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ მაღაზიის დამზადებისას?

1. გეგმის შედგენა

ნებისმიერი საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭიროა კონკრეტული გეგმის შედგენა, რომელიც მოიცავს თქვენ მიზნებს, მათი მიღწევის სტრატეგიას და რესურსებს. კარგი გეგმის გარეშე გაგიჭირდებათ ინტერნეტ მაღაზიის ამუშავება, რაც არ უნდა რესურსი დახარჯოთ მასში.

2. ფინანსები

საწყის ეტაპზე უმჯობესია ფინანსების განაწილება მოხდეს მხოლოდ აუცილებელ ელემენტებზე, რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის სატესტო რეჟიმზე გაშვებაში, როგორიცაა:

  • ვებ-საიტის შექმნა,
  • სოციალური მედიის გამართვა,
  • შეკვეთის მიღებასა და მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები.

როგორც წესი, ამ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული შტატიანი თანამშრომლების აყვანა, ძირითადი საშუალებების შეძენა ან თუნდაც ოფისის დაქირავება.

3. ონლაინ შოპის შექმნა

საიტში დიდი თანხის გადახდა არ განაპირობებს მის წარმატებას, მთავარია თქვენი საიტი იყოს ტექნიკურად გამართული და გააჩნდეს საქმიანობისთვის საჭირო მინიმალური ფუნქციონალი:

  • ეფექტური დიზაინი;
  • მაღალი სისწრაფე;
  • ძირითადი გვერდები;
  • პროდუქციის კატალოგი;
  • ფილტრაციის და ძიების საშუალებები;
  • საკონტაქტო არხები;
  • ონლაინ შესყიდვისთვის საჭირო ფუნქციონალი;

ასეთი ფუნქციონალის მქონე საიტის დამზადება ჩვენთან 2850 ლარიდან იწყება.

4. ბრენდირება

არაბრენდირებული საქმიანობა განწირულია წარუმატებლობისთვის, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში. გარდა იმისა, რომ ბრენდირებული პროდუქცია შესაძლოა უფრო ძვირად გაყიდოთ, მას ბაზარზე ცნობადობის და მასიური გაყიდვების ფუნქცია გააჩნია. 

ბრენდის შესაქმნელად გჭირდება მინიმუმ ორი ელემენტი: სახელწოდება და ლოგო.

უფრო ვრცელი და მყარი ბრენდირებისთვის, ბრენდბუქის დამზადება დაგჭირდებათ.

5. ციფრული მარკეტინგი ონლაინ შოპისთვის

ონლაინ მაღაზიის შექმნა არ განაპირობებს მომხმარებლების ავტომატურად მასზე შემოსვლას.

თქვენ არც მომხმარებლები გეყოლებათ და არც მყიდველები, თუ არ განახორციელებთ შესაბამის მარკეტინგულ მოქმედებებს.

დაივიწყეთ ქუჩაში ბუკლეტების დარიგება ან სატელევიზიო რეკლამა, უმჯობესია თქვენი ფინანსები ციფრულ მარკეტინგში დაანაბდოთ, რადგან ის უფრო იაფია, მასობრივი და ეფექტური.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, ინტერნერტ მაღაზიისთვის აუცილებლად დაგჭირდება პროფესიონალური სოციალური მედია მარკეტინგი (რეკლამა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე). 

ასევე, საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს საიტის გაპიარება, გუგლში რეკლამისა და SEO ოპტიმიზაციის მეშვეობით.

გაქვთ შეკითხვა?