რეკლამა ინტერნეტში - პაკეტები ბიზნესისთვის

რეკლამა ინტერნეტში ყველაზე ეფექტური მარკეტინგული საშუალებაა, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად მიაწვდინოთ ხმა მომხმარებელს, აღნიშნული შესაბამისი კვლევებითაც დასტურდება.

2022 წლის კვლევების თანახმად მსოფლიოში მთლიანი სარეკლამო ბიუჯეტის 49.8% დაიხარჯა ინტერნეტ რეკლამაზე. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 45% იყო, ხოლო 2024 წლისთვის 53% არის მოსალოდნელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ინტერნეტ რეკლამირებაში სულ უფრო მეტი ინვესტიცია იდება ბიზნესის მხრიდან, მათ შორის საქართველოში, სადაც ინტერნეტში რეკლამირება სულ უფრო პოპულარული ხდება.

რეკლამა ინტერნეტში

რატომ ინტერნეტ რეკლამა?

რა უპირატესობები გააჩნია ინტერნეტ რეკლამას, სხვა ტიპის სარეკლამო პლატფორმებთან შედარებით?

მიზნობრიობა (ტარგეტირება) – ტრადიციული რეკლამა (ტელევიზია, რადიო, ბილბორდები) ჰაერში გასროლილ ტყვიას გავს, რომელსაც არ ჰყავს კონკრეტული ადრესატი. ინტერნეტ რეკლამა სრულიად სხვაგვარად მუშაობს, თქვენ შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესების და წარსულში განხორციელებული ქმედებების მიხედვითაც კი, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას.

ანალიტიკა & კონტროლის მექანიზმები – ტრადიციული რეკლამისგან განსხვავებით თქვენ ზუსტად შეგიძლიათ გაზომოთ შედეგები, ციფრებში, რამდენმა ადამიანმა ნახა თქვენი რეკლამა, რა ტიპის მომხმარებლებს მიუვიდათ რეკლამა, რა მოქმედებები განახორციელეს მათ რეკლამის ნახვის შემდგომ და სხვა.

საზღვრების გარეშე – ინტერნეტს არ გააჩნია საზღვრები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს სარეკლამო აქტივობასაც არ გააჩნია რაიმე საზღვარი ან შეზღუდვები. თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე წუთში გაუშვათ რეკლამა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (რამდენიმეს გამოკლებით).

იაფი – რეკლამა ინტერნეტში გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული რეკლამა, ეს განპირობებულია იმით, რომ თქვენ არეკლამებთ მხოლოდ იმ აუდიტორიაზე, ვინც მაქსიმალურად შეიძლება იყოს დაინტერესებული თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით.

რეკლამის მრავალფეროვნება – ინტერნეტ რეკლამა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმატში, ეს შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, კარუსელი, ანიმაცია, ტექსტი და სხვა.

24 საათიანი რეკლამა -თქვენი რეკლამა მუშაობს მაშინაც, როდესაც გძინავთ.

ინტერნერტ რეკლამის პლატფორმები საქართველოში

განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი ინტერნეტ რეკლამირების პლატფორმები საქართველოში:

1.ფეისბუქში რეკლამირება

რეკლამა ფეისბუქში ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინტერნეტ გაყიდვებისა და პოპულარიზაციის გასაზრდელად.

სწორედ ამიტომ, ქართული კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტი მეტწილად ფეისბუქ რეკლამისთვის არის გამოყოფილი.

ფეისბუქში შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია პროფესიონალური კომპონენტების გამოყენება, როგორც დიზაინსა და ტექსტების შესაქმნელად, ასევე თავად რეკლამის მართვის და მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით.

2.რეკლამა ინსტაგრამზე

ინსტაგრამი განსაკუთრებულად პოპულარულია ახალგაზრდებში, ამიტომაც ბიზნესის სეგმენტის გათვალისწინებით, ახალგაზრდებზე გათვლილი პროდუქტი/მომსახურება შესაძლოა ინსტაგრამზე უფრო შედეგიანად დარეკლამდეს.

ინსტაგრამი უფრო მეტად არის დაფუძნებული ვიზუალიზაციაზე, ვიდრე ფეისბუქი, ამიტომაც მნიშვნელოვანია ყველა ფოტო/ვიდეო იყოს მაქსიმალურად ეფექტური ვიზუალურად.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზომებისა და ფორმატის დაცვა, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი ინსტაგრამზე რეკლამირებით.

3.პასიური რეკლამა

გუგლი საშუალებას იძლევა განახორციელოთ ე.წ. პასიური რეკლამა.

მაგალითად: ფეისბუქზე პოსტის შექმნითა და რეკლამირებით თქვენ ახორციელებთ აქტიურ ქმედებას მომხმარებლის მიმართ, ხოლო გუგლის შემთხვევაში, მომხმარებელი გეძებთ თქვენ, მთავარია აღმოჩნდეთ სწორ დროსა და ადგილას.

აღნიშნულის მისაღწევად ორი გზა არსებობს: სეო ოპტიმიზაცია და რეკლამა გუგლში.

ინტერნეტ რეკლამის ფასები

ინტერნეტ რეკლამის ფასები და პირობები განსხვავდება იმ მიზნებისა და საჭიროებების მიხედვით, რაც კონკრეტული კომპანიის წინაშე დგას.

რეკლამის ღირებულება იყოფა ორ ნაწილად:

1.მომსახურების ღირებულება – ეს არის თანხა რასაც უხდით მომსახურე კომპანიას ან ფიზიკურ პირს, რათა მან განახორციელოს სარეკლამო მომსახურება.

2.რეკლამის ხარჯი – ეს არის თანხა, რასაც უხდით თავად სარეკლამო პლატფორმას, რათა თქვენი რეკლამა გამოუჩნდეს მომხმარებელს ამ პლატფორმაზე. (მაგალითად: ფეისბუქ რეკლამის ხარჯი, რომელიც გეჭრებათ ბარათიდან).

მინიმალური თვიური ბიუჯეტი, რაც უნდა გამოყოთ ინტერნეტ რეკლამისთვის არის 1000-1500 ლარი.

გაქვთ შეკითხვა?