რეკლამა ინსტაგრამზე
რეკლამა ინსტაგრამზე – აუცილებელი მიმართულება 2025 წლისთვის, სადაც თქვენი კონკურენტები უკვე აქტიურობენ და იზიდავენ პოტენციურ მომხმარებლებს.
რა განსხვავებაა Facebook & Instagram რეკლამებს შორის?
ფეისბუქზე შესაძლებელია უფრო მეტი სხვადასხვა კონტენტის დარეკლამება, ასევე რეკლამის გაშვება უფრო ფართო აუდიტორიაზე, ხოლო ინსტაგრამზე აქცენტი კეთდება რეკლამის ვიზუალურ ნაწილზე.
ინსტაგრამ რეკლამის ტიპები:
ფოტოვიზუალური რეკლამა – ყველაზე მარტივი ტიპის რეკლამა ინსტაგრამზე, მოიცავს ერთ ფოტოს ან ფოტოების კრებულს.
ვიდეო რეკლამა – მოკლე ან უფრო გრძელი ვიდეო რგოლები, მათ შორის სთორების ან რილსების ფორმატში.
კარუსელის ტიპის რეკლამა – შესაძლებელია ერთობლივად დარეკლამდეს რამდენიმე ფოტო ან/და ვიდეო, ასევე ფოტო-ვიდეოს კომბინაცია.
სთორის ტიპის რეკლამა – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიპის რეკლამა, რომელიც შეიძლება განთავსდეს, როგორც ფოტო, ისე ვიდეოს ფორმატით.
ვიდეო რილსი – შედარებით უფრო ახალი ტიპის რეკლამა, რომელმაც მოიპოვა დიდი პოპულარობა, ასეთი ტიპის ვიდეო რეკლამა მნიშვნელოვანია იყოს საინტერესო და ლაკონკური.
რა ღირს რეკლამირება ინსტაგრამზე?
რა ღირს რეკლამა ინსტაგრამზე?
რეკლამის საშუალო ღირებულება:
რეკლამაზე თითო დაკლიკების ღირებულება – საშუალოდ $0.01-$0.25 კლიკზე.
რეკლამის ნახვა – საშუალოდ $0.01-$4.00 რეკლამის 1,000-ჯერ გამოჩენაზე
რეკლამის ეფექტურობის გასაზრდილად რეკომენდირებულია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:
- მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო კონტენტის გამოყენება
- სათანადო ტექსტური ნაწილი
- რეკლამის გაშვება მიზნობრივ აუდიტორიაზე
- სხვადასხვა ფორმატის რეკლამის გაშვება
- სარეკლამო კამპანიის მონიტორინგი და სათანადო კორექტირებების გაკეთება.
გსურთ თქვენი რეკლამა ინსტაგრამზე განახორციელონ პროფესიონალებმა?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ თქვენს ბიუჯეზე მორგებული პირობები – 598 21 44 00 & info@mediahub.ge