ვიდეო რეკლამა – რატომ არის მნიშვნელოვანი?
ვიდეო რეკლამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხელსაწყო, თანამედროვე მარკეტინგულ საქმიანობაში.
მართალია იგი საჭიროებს გარკვეული ფინანსების ინვესტირებას, თუმცა ვიდეო რეკლამის უკუგება ნამდვილად შთამბეჭდავი შეიძლება იყოს.
ამ სტატიაში განვიხილავთ ვიდეო რეკლამების როლს, ფუნქციას და მნიშვნელობას, ნებისმიერი ბიზნესისთვის.
ჩვენი ნამუშევრები
ჩვენი სუფრა - ტომატ პასტა
საიმიჯო ვიდეო რგოლი
FINAL - ტომატ პასტა
საიმიჯო ვიდეო რგოლი
NOKI SWIMMING POOLS
საიმიჯო ვიდეო რგოლი – უჟანგავი ფოლადის აუზი
დელიკატო
საიმიჯო ვიდეო რგოლი
ვიდეო რეკლამა - ფასები
რა ღირს ვიდეო რეკლამა? ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა კომპონენტზე, მათ შორის:
ვიდეოს ტიპი – პირველი რაც უნდა გაირკვეს ეს არის ვიდეოს ტიპი: ანიმაციური, რეალური კადრებით, ფოტომონტაჟი და სხვა
ხანგრძლივობა – მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღირებულების ფორმირებაში
შინაარსი – რამდენად რთული ელემენტებისგან შესდგება რეკლამა
გახმოვანება – გახმოვანების ტიპი, ხარისხი, თავად ხმა
რატომ ვიდეო რეკლამები?
ვიდეო რეკლამა ზრდის გაყიდვებს
ვიდეო რეკლამა აძლიერებს თქვენი კომპანიის გაყიდვებს.
სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა 74%-მა პროდუქტი, მის შესახებ ვიდეო რეკლამის ნახვის შემდეგ შეიძინა.
აღნიშნული, სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენ ტვინს ყველაზე მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია სწორედ ვიზუალურად გადაეცემა.
ხოლო ვიდეო რეკლამა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ ფოტო-სურათზე გაცილებით ეფექტურია ინფორმაციის გადაცემისას.
ასე რომ, დროა დაიწყოთ თქვენი პროდუქტის შესახებ ვიდეოების შექმნა!
ვიდეო რეკლამაში ინვესტირება მეტ მოგებას იძლევა
საშუალო და მსხვილი ბიზნესების 83% მიიჩნევს, რომ ვიდეო რეკლამამ მათ კომპანიებს დიდი მოგება მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო წარმოება ჯერ კიდევ არ არის მარტივი და იაფი ამოცანა.
გარდა ამისა, ვიდეო რეკლამა უნივერსალურია და შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა პლატფორმებზეც (Facebook, YouTube, Instagram, ტელევიზია) თანაც მრავალჯერადად.
მაგალითად, საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ანიმაციური ვიდეო რგოლების დამზადება, რომლის გამოყენება ხორციელდება, როგორც ტელევიზიაში, ასევე სოციალური მედია პლატფორმებზე.
ვიდეო რეკლამა ამყარებს ნდობას
ნდობა არის მეტი გაყიდვების საფუძველი, შესაბამისად მისი მოპოვება არსებითია ბიზნესისთვის.
ვიდეო რეკლამა, მათ შორის Live ვიდეოები ამყარებს ნდობას, ბიზნესა და მომხმარებელს შორის და ქმნის თანამშრომლობის გრძელვადიან და მყარ საფუძვლებს.
ზოგიერთი მომხმარებელი კვლავ სკეპტიკურად უყურებს პროდუქტებისა და მომსახურების ინტერნეტით შესყიდვას, რადგან ისინი შიშობენ, რომ ეს თაღლითობა და მოტყუებაა, მაგრამ ეფექტური მარკეტინგული ვიდეოები თქვენს პროდუქტებს დამაჯერებლად წარმოაჩენს.
ეს ქმნის ინდივიდუალური მიდგომის გრძნობას, რის გამოც იმავე კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 57%-ს მიაჩნია, რომ ვიდეო რეკლამა უფრო მეტ ნდობას აღძრავს მათში, ვიდრე სხვა ტიპის რეკლამა.
Google-ს უყვარს ვიდეო
ვიდეოები საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა თქვენს საიტზე.
მეტი ნახვა თავისთავად ამყარებს ნდობას იმის მიმართ, რომ თქვენს საიტზე კარგი კონტენტია. თქვენ ვიდეოს საშუალებით 53-ჯერ უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ Google-ის საძიებო სისტემის ტოპებში გამოჩნდეთ.
დაწერეთ საინტერესო სათაურები და აღწერები. დაამატეთ ბმული თქვენს ვებ-საიტზე, პროდუქტებსა და მომსახურებას. გაეცანით ინტერაქციული ვიდეოების სამყაროს, უფრო მეტი ქმედების წასახალისებლად.
ვიდეო რეკლამას ყველაფრის ახსნა შეუძლია
ახალი პროდუქტი ან სერვისი შექმენით? – გააკეთეთ ვიდეო და ახსენით თქვენი პროდუქტი, რათა ყველას ამცნოთ მის შესახებ.
მომხმარებელთა 98% ამბობს, რომ ისინი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ახსნის ვიდეოებს უყურებენ, რათა მეტი შეიტყონ მათზე.
სწორედ ამიტომ, ბიზნესის მფლობელთა 45%-ს თავის ვებ-საიტზე ახსნა-განმარტებითი ვიდეოებიც აქვთ და მათი 83% თვლის, რომ ის ეფექტურია.
ვიდეო რეკლამა ყველაზე ზარმაც მყიდველამდეც აღწევს
ვიდეო შესანიშნავი გზაა რაიმეს მარტივად აღსაქმელად. დღევანდელი ცხოვრებაში ყველა ძალიან დაკავებულია იმისთვის, რომ წაიკითხოს პროდუქტის უზარმაზარი აღწერა ან ჩაუღრმავდეს მომსახურებებს.
თანამედროვე მომხმარებელს სურს იხილოს პროდუქტის მოქმედება. სწორედ ეს მთავარი მიზეზი ხდის ვიდეოს უპირატესს.
ვიდეო რეკლამას ძალიან დიდი აუდიტორიის ხელში ჩაგდება შეუძლია. თქვენ ორმაგ ძალაუფლებას ფლობთ, არა მხოლოდ მათ თვალებში, არამედ ყურებშიც ხართ, ამიტომ ეცადეთ გონივრულად გამოიყენოთ ეს შანსი.
როგორი ვიდეო რეკლამა გჭირდებათ თქვენ?
გსურთ ვიდეო რეკლამა და არ იცით საიდან დაიწყოთ? კომპანია Mediahub მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია და შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული პირობები.
ჩვენ ეფექტური ვიდეო რეკლამის შექმნაში, მათ შორის:
-ვიდეო რეკლამის ტიპის განსაზღვრაში
-ვიდეოს სცენარის შედგენაში
-ვიდეო გადაღება & გახმოვანებაში
– ვიდეო მონტაჟსა და ანიმაციაში
დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით – 598 21 44 00 & info@mediahub.ge